აზოვის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 56:
 
== [[კლიმატი]] ==
აზოვის ზღვას მცირე ფართობი უჭირავს და თითქმის მთლიანად ხმელეთითაა გარშემორტყმული. აქედან გამომდინარე, მისი კლიმატი კონტინენტურია ცივი [[ზამთარი|ზამთრითა]] და ცხელი და მშრალი [[ზაფხული]]თ. შემოდგომა-ზამთარში ამინდს განაპირობებს ციმბირის [[ანტიციკლონი]], რომელსაც ცივი და მშრალი ჰაერი მოაქვს ციმბირიდან 4-7 მ/წმ (ზოგჯერ 15 მ/წმ) სიჩქარის ქარით. ამ ქარებს შეუძლიათ ზამთრის ჩვეულებრივი ტემპერატურა — -1 -5°C, -30°C-მდე შეამცირონ. შუა ზაფხულში ტემპერატურა 23-25°C-დან მაქსიმალურ 40°C-მდე მერყეობს. ზაფხულში ქარები სუსტია, ჩვეულებრივ 3-5 მ/წმ. ნალექები წელიწადში 312-დან 528 მმ-მდე მერყეობს. ზაფხულში 1,5-2 ჯერ მეტი ნალექი მოდის ვიდრე ზამთარში.<ref>[http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Азовское%20море/ {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20140219110424/http://slovari.yandex.ru/%7E%D0%BA%D0%BD%D0%B8%D0%B3%D0%B8/%D0%91%D0%A1%D0%AD/%D0%90%D0%B7%D0%BE%D0%B2%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B5%20%D0%BC%D0%BE%D1%80%D0%B5/ |date=2014-02-19 }} აზოვის ზღვა; [[დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]]]</ref>
[[ფაილი:Ice-breaker Captan Demidov.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|ყინულმჭრელი აზოვის ზღვაზე.]]
ზამთარში წყლის საშუალო ტემპერატურა 0-1°C-ია (2-3°C [[ქერჩის სრუტე|ქერჩის სრუტეში]]), ხოლო ზაფხულში — 24-25°C მაქსიმალურ, 28°C-მდე ღია ზღვაში და 30°C-ზე მეტი სანაპიროს სიახლოვეს. ზაფხულის განმავლობაში, წყლის ზედაპირი, როგორც წესი, ოდნავ უფრო თბილია, ვიდრე ჰაერი.<ref>ა. დ. დობროვოლსკი და ბ. ს. ზალოგინი — სსრკ-ის ზღვები. მოსკოვის უნივერსიტეტი 1982 წ (რუსულად).</ref> მცირე სიღრმის გამო წყლის ტემპერატურა, ჩვეულებრივ, სიღრმეში მხოლოდ 1 გრადუსით მცირდება, თუმცა ცივ ზამთარში ტემპერატურის სხვაობამ შესაძლოა 5-7°C-ს მიაღწიოს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აზოვის_ზღვა“-დან