ქემალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 67:
ამის მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლებამ, ხელი მოაწერა [[ლოზანის ხელშეკრულება]]ს, რომელმაც თურქეთის საზღვრებში, ეროვნული აღთქმის საზღვრებიდან მხოლოდ ანატოლია და აღმოსავლეთ თრაკია სცნო. [[1926]] წელს, [[თურქეთი|თურქეთმა]], ანალოგიურადვე, ანკარის ხელშეკრულებით, [[დიდი ბრიტანეთი|დიდი ბრიტანეთის]] გარანტორობით, აღიარა [[ერაყი]]ს სუვერენობა მოსულზე, მოსულის ნავთობის შემოსავლის გარკვეული წილის სანაცვლოდ. [[თურქეთი]] ცდილობდა ჰქონოდა კარგი ურთიერთობა როგორც მეზობელ, ისე ევროპის ქვეყნებთან და ამგვარად, ტერიტორიული ექსპანსია დღის წესრიგში არ იდგა და პრიორიტეტი დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას ემყარებოდა. სწორედ ამ პოლიტიკის სიმბოლიზაციად და დევიზად გამოიყენებოდა ათათურქის სიტყვები „მშვიდობა სამშობლოში, მშვიდობა მსოფლიოში“.<ref>[https://www.atam.gov.tr/wp-content/uploads/Metin-TOKER-Atat%c3%bcrk-ve-Bar%c4%b1%c5%9f.pdf Toker, Metin., Atatürk ve Barış]</ref>
 
ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც თურქეთმა დაარღვია სტატუს-კვოს შენარჩუნების პრინციპი და ტერიტორიული ექსპანსია განახორციელა, [[1939]] წელი იყო, როდესაც, თურქეთის ხელისუფლებამ, ისარგებლა იმ ფაქტით, რომ [[საბერძნეთი]] აპირებდა მიენიჭებინა დამოუკიდებლობა მის დაქვემდებარებაში მყოფი სირიისათვის და იმ ფაქტით, რომ [[ნაცისტური გერმანია|ნაცისტური გერმანიის]] საფრთხის გამო [[საფრანგეთი|საფრანგეთს]] არ შეეძლო [[თურქეთი]]ს წინააღმდეგ რაიმე სახის სამხედრო მოქმედება ეწარმოებინა და მიიერთა ალექსანდრეტას სანჯაყი, რომელზეც პრეტენზიას სირიაც აცხადებდა და მას ჰათაის პროვინცია უწოდა.<ref>Zürcher, Erik Jan., Turkey – A Modern History, I. B. Tauris, London – New York, 2017, pp. 205 ISBN 978 1 78453 186 7</ref>
 
===ეტატიზმი===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქემალიზმი“-დან