არჩილ მეფის მარტვილობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''არჩილ მეფის მარტვილობა''' — ქართული ჰაგიოგრაფია|ჰაგიოგრაფ...
 
No edit summary
 
ხაზი 1:
'''არჩილ მეფის მარტვილობა''' — ქართული [[ჰაგიოგრაფია|ჰაგიოგრაფიული]] თხზულება, რომელიც [[არჩილი|არჩილის]] მოწამეობრივ აღსასრულ მოგვითხრობს. ეს არის მოკლე ნაწარმოები, რომელიც „<nowiki/>[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]<nowiki/>“<ref>ექვთიმე თაყაიშვილი, ქართლის ცხოვრება მარიამ დედოფლისა, 1906, გვ. 211-215</ref><ref>ექვთიმე თაყაიშვილი, ქართლის ცხოვრება ანა დედოფლისა, 1906, გვ. 157-159</ref> პირველ რედაქტორს შეუტანია ისტორიკოს [[ჯუანშერ ჯუანშერიანი|ჯუანშერის]] თხზულებაში იქ, სადაც ლაპარაკია არჩილის შესახებ, და თან დაუმატებია: „წიგნი ესე იპოვა ესრეთ სულ მცირედ აღწერილი, რომელ ჟამთა შლილობითა ჯერისაებრ ვერვის აუწერიაო“.
 
თხზულების ავტორი არის [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] [[ისტორიკოსი]] [[ლეონტი მროველი]]. ამ თხზულების დაწერისას მას ხელთ ჰქონდა უმთავრესად ჯუანშერის ნაშრომი. თხზულება შინაარსით მწირია, ჩანს, მეტი ცნობები ამ ეპოქიდან არც ლეონტის დროს არსებობდა, თორემ თუ ის არა, ჯუანშერი მაინც შეიტანდა თავის ისტორიაში. ლეონტის ეს შრომა შემდეგ უცნობ ჰაგიოგრაფს გაუვრცია. ამ გადამეტაფრასებულ რედაქციას ეწოდება „შესხმაჲ და წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისა მეფისა“.<ref>მ. ჯანაშვილი, ქართული მწერლობა, ტ. I, გვ.253-292</ref><ref>ს. ყუბანეიშვილი, ქრესტომათია, ტ. I, გვ. 249-252</ref> შესხმა იწყება ვრცელი შესავლით, რომელიც შედგენილია ჩვეულებრივი აგიოგრაფიული შაბლონით. ავტორი არჩილის ისტორიას წყვეტს [[ფეოდალიზმი|ფეოდალური ხანის]] აზროვნებისათვის დამახასიათებელი შენიშვნით მისი მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ: „არა სადა სმენილ არს თჳთმპყრობელთა მეფეთა მოწამეობაჲ, სხვაჲ არს სისხლი მეფისაჲ და სხუაჲ მთავრისაჲ და სხუაჲ მონისაო“. პირველი ნაწილი არჩილის ისტორიისა შედგენილია [[დავით და კონსტანტინე|დავით და კონსტანტინეს ცხოვრების]] მიხედვით. აქ თითქმის სიტყვა-სიტყვით გამეორებულია [[მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში|მურვან ყრუს]] საქართველოში მოსვლის შესახებ ყველაფერი ის, რაც დავით და კონსტანტინეს ცხოვრებაშია მოთხრობილი. მურვან ყრუ აქაც [[მაჰმადი|მაჰმადის]] დისწულადაა გამოყვანილი, როგორც დავით და კონსტანტინეს ცხოვრებაში. ამის შემდეგ მოყვანილია, თითქმის უცვლელად, ლეონტი მროველის მიერ აღწერილი არჩილის ცხოვრება. ისტორია მთავრდება მოკლე დარიგებით: ვნატრიდეთ გვირგვინოსანი მეფის ღვაწლს და ვბაძავდეთ მას. ასეთია ამ თხზულების შედგენილობა. მისი ავტორი უცნობია. ის მხოლოდ შენიშნავს: „ვიკადრე მეცა უნდომან და გლახაკმან ამან აღწერად მისთჳს ძალისაებრ ჩემისაო“. თხზულების დაწერის თარიღად ვარაუდობენ XII საუკუნეს, უფრო მის მეორე ნახევარს. ჰაგიოგრაფს იმ დროის საქართველოს სურათი გადააქვს არჩილის მეფობაში, როდესაც ამბობს: „ეპყრა მას საზღუარნი ყოვლისა საქართველოჲსანი [[ნიკოფსია|ანაკოფსით]] ვიდრე [[დარუბანდი|დარუბანდამდეო]]<nowiki/>“. ნაწარმოების ლიტერატურული ენა არის უბრალო და მარტივი, ყოველ შემთხვევაში, აქ ჩვენ ვხედავთ [[იოანე პეტრიწი|პეტრიწონული]] სკოლის ხელოვნურ [[სქოლასტიკა|სქოლასტიკურ]] ნორმებს, რომელთაც დიდი ადგილი ეკავათ განსაკუთრებით მეტაფრასულ ჰაგიოგრაფიაში.
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 8:
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
<references />
 
[[კატეგორია:ქართული ჰაგიოგრაფია]]