მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 49:
 
===სახელის გადარქმევის მცდელობები===
საბჭოთა პერიოდში, კერძოდ, 1920–50-იან წლებში, პერიოდულად დღის წესრიგში დგებოდა მოსკოვისათვის სახელის შეცვლის საკითხი, რათა [[სსრკ]]-ს დედაქალაქს უფრო "რევოლუციური" სახელი ჰქონოდა.
 
1927 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა ადმინისტრაციულ მუშაკთა ჯგუფმა, 216 კაცის შემადგენლობით, [[პეტიცია]] გაუგზავნა სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ კალინინს, რომელშიც ისინი ითხოვდნენ სახელწოდება „მოსკოვის“ შეცვლას სახელწოდებით „ილიჩი“. მოსაზრებას ისინი ასაბუთებდნენ იმით, რომ [[ვ.ი.ლენინი]] იყო „თავისუფალი რუსეთის დამაარსებელი“. თუმცა, პეტიციას ოფიციალური მსვლელობა არ მისცემია.
 
1938 წელს სსრკ შინაგან საქმეთა [[სახალხო კომისარიატი]]ს სახალხო კომისარმა ნ. ი. ეჟოვმა "მშრომელთა მოსაზრებაზე დაყრდნობით" წამოაყენა წინადადება დედაქალაქის სახელის შეცვლის და ახალი სახელწოდების „სტალინოდარის“ დარქმევის შესახებ. მაგრამ ეს იდეა უარყო თავად სტალინმა. 1953 წელს, [[სტალინი]]ს გარდაცვალების შემდეგ, კვლავ დაისვა მოსკოვის სახელის შეცვლის საკითხი, თუმცა ამჯერად, შეცვლილმა პოლიტიკურმა კონიუნქტურამ არ მისცა საკითხს შემდგომი რეალიზების უფლება.
 
==მოსკოვი პოსტსაბჭოთა პერიოდში==