მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
===სამშენებლო ბუმი===
[[ფაილი:Moscow-City 28-03-2010 2.jpg|thumb|left|250px|„მოსკოვი-სიტი“, 2010 წელი]]
დღეისათვის ქალაქი განიცდის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ტრანსფორმაციას. მიმდინარეობს მისი კაპიტალური რემონტი - შენდება მრავალსართულიანი საოფისე შენობები, თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ელიტური საცხოვრებელი სახლები. გამოჩნდა მოსახლეობის ფართო სპექტრისათვის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროგრამები.
 
90-იანი წლების ბოლოს - XXI საუკუნის დასაწყისში ქალაქში მიმდინარე პროცესების აღსაწერად მედია ხშირად იყენებს ფრაზას ”სამშენებლო ბუმი”. ამავე დროს, ისინი ამჩნევენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიწის ძალიან მაღალი ღირებულების გამო, „სამშენებლო ბუმი“ უარყოფითად მოქმედებს ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებაზე. ფულის დაზოგვის მიზნით, ინვესტორები ხშირად მიმართავენ ძველი შენობების დანგრევას და მათ ჩანაცვლებას თანამედროვე მაღლივი კორპუსებით.
 
90-იან წლებშივე ჩამოყალიბდა ფენომენი, სახელწოდებით "წერტილოვანი განვითარება", როდესაც ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები ამოიზარდა არსებული უბნების შუაგულში, მაგალითად, სათამაშო მოედნის ადგილზე. ამ პრაქტიკამ მოსკოველების პროტესტი გამოიწვია. 2008 წლიდან "წერტილოვანი განვითარება" აიკრძალა, თუმცა დეველოპერები მაინც წარმატებით პოულობენ გზებს აკრძალვების გადასალახად.
 
მშენებლობის ბუმის სხვა უარყოფითი ნხარეა დიდი რაოდენობით მამაკაცი მუსახელის შემოდინებას დედაქალაქში რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან და [[დსთ]]-ის სამხრეთ ქვეყნებიდან.ანალიტიკოსების პროგნოზით, უმუშევრებმა, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო სამშენებლო ობიექტებზე ეკონომიკური კრიზისის გამო, გააუარესეს ქუჩის დანაშაულის სტატისტიკა, რაც იწვევს სოციალური დაძაბულობის ზრდას.
 
===სატრანსპორტო პრობლემები===