ქემალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
 
===სახალხოობა===
სახალხოობა ({{lang-tr|Halkçılık}}), ქემალიზმის მეორე ფუნდამენტურ პრინციპს შეადგენს და მიუხედავად თარგმანის თავისებურებებისაგან, პოპულიზმის დასავლეთ ევროპული გაგებისაგან განსხვავებულია. ქემალიზმის მიხედვით, სახალხოობა, პირველ რიგში პოპულარული ლეგიტიმაციის მქონე [[სახელმწიფო]]ს შექმნაა, სადაც ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო ხალხი იქნება, ხოლო სახელმწიფოს ფუნქცია, საზოგადოების თანამედროვე, პროგრესულ ნიადაგზე გარდაქმნა იყო. ქემალისტური სახალხოობის პრინციპისავე მიხედვით, [[თურქები|თურქი ერი]], მონოლითურ და უკლასო ეროვნულ ფორმაციას შეადგენდა და ამგვარად, ქემალიზმის მთავარი მახასიათებლები, განსაკუთრებით სახალხო რესპუბლიკური პარტიის ერთპარტიული მმართველობის პერიოდში, [[კორპორატივიზმი|კორპორატიზმი]] და სოლიდარიზმი იყო.
 
ქემალისტური კორპორატიზმი, მეტწილად ზია გოქალფისეულ ფორმულირებას ეყრდნობოდა, რომელიც საზოგადოებას, სხვადასხვა პროფესიული და ეკონომიკური გაერთიანებების რთულ სინთეზად მოიაზრებდა, რომლებიც ერთმანეთზე საერთო საჭიროებებით და სოციალური ფაქტორებით იყვნენ გადაბმულნი. გოქალფისეული კორპორატიზმი სახალხო რესპუბლიკური პარტიის [[1935]] წლის პროგრამაში მოცემულ სახალხოობის განმარტებაში შემდეგნაირად აისახა:
სახალხოობა(თურქულად: Halkçılık), ქემალიზმის მეორე ფუნდამენტურ პრინციპს შეადგენს და მიუხედავად თარგმანის თავისებურებებისაგან, პოპულიზმის დასავლეთ ევროპული გაგებისაგან განსხვავებულია.
„ჩვენი{{ციტატა|ჩვენი მთავარი პრინციპია, თურქეთის რესპუბლიკის ხალხი მივიჩნიოთ, არა როგორც სხვადასხვა კლასების ნარევი, არამედ საზოგადოებად, რომელიც პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მხრივ, პროფესიის და შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესრულებული ფუნქციების მიხედვითაა დაყოფილი; მეურნეები, ხელოსნები, წვრილი მოვაჭრეები და მუშები, თავისუფალი პროფესიის მქონენი,მეწარმეები, ვაჭრები და მოხელეები თურქული ეროვნული ფორმაციის მთავარი მამოძრავებელნი არიან. თითოეული მათგანის შრომა სხვებისათვის და საზოგადოების არსებობისა და აღმავლობისათვის აუცილებელია. ამ (სახალხოობის) პრინციპით, ჩვენი პარტია მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგისა და სოლიდარობის შექმნას და სხვადასხვა სეგმენტების ინტერესების ერთმანეთთან ჰარმონიზებას,ისე რომ ისინი ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ.}}
 
ამგვარად, სახალხოობა ამავე დროს, ახალი ერის მშენებლობის პროცესს წარმოადგენდა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი, უკლასო, ახლად ფორმულირებული თურქული სამოქალაქო იდენტობის მქონე საზოგადოების შექმნას. გარდაქმნის და ახალი საზოგადოების ფორმირების, ასევე საზოგადოების შემადგენელ სეგმენტებს შორის მშვიდობის გარანტიად სახელმწიფო გვევლინებოდა. ქემალისტური სახალხოობა, მეტწილად, ზია გოქალფის აზრებს ემყარებოდა, თუმცა, განსაკუთრებით ერთპარტიული პერიოდის შუა და გვიანდელ პერიოდებში ჩამოყალიბებული ელიტიზმი, ოფიციალური სახალხოობის პრინციპის გოქალფისეულ გაგებასაც ეწინააღმდეგებოდა - გოქალფი მიიჩნევდა, რომ თურქეთის ხელისუფლება, ზეპარტიული, ზეკლასობრივი, ნეიტრალური და „მთელი ერის კუთვნილი“ უნდა ყოფილიყო.
ქემალიზმის მიხედვით, სახალხოობა, პირველ რიგში პოპულარული ლეგიტიმაციის მქონე [[სახელმწიფო]]ს შექმნაა, სადაც ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო ხალხი იქნება, ხოლო სახელმწიფოს ფუნქცია, საზოგადოების თანამედროვე, პროგრესულ ნიადაგზე გარდაქმნა იყო. ქემალისტური სახალხოობის პრინციპისავე მიხედვით, [[თურქები|თურქი ერი]], მონოლითურ და უკლასო ეროვნულ ფორმაციას შეადგენდა და ამგვარად, ქემალიზმის მთავარი მახასიათებლები, განსაკუთრებით სახალხო რესპუბლიკური პარტიის ერთპარტიული მმართველობის პერიოდში, [[კორპორატივიზმი|კორპორატიზმი]] და სოლიდარიზმი იყო.
 
ქემალისტური კორპორატიზმი, მეტწილად ზია გოქალფისეულ ფორმულირებას ეყრდნობოდა, რომელიც საზოგადოებას, სხვადასხვა პროფესიული და ეკონომიკური გაერთიანებების რთულ სინთეზად მოიაზრებდა, რომლებიც ერთმანეთზე საერთო საჭიროებებით და სოციალური ფაქტორებით იყვნენ გადაბმულნი.
 
გოქალფისეული კორპორატიზმი სახალხო რესპუბლიკური პარტიის [[1935]] წლის პროგრამაში მოცემულ სახალხოობის განმარტებაში შემდეგნაირად აისახა:
„ჩვენი მთავარი პრინციპია, თურქეთის რესპუბლიკის ხალხი მივიჩნიოთ, არა როგორც სხვადასხვა კლასების ნარევი, არამედ საზოგადოებად, რომელიც პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მხრივ, პროფესიის და შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესრულებული ფუნქციების მიხედვითაა დაყოფილი; მეურნეები, ხელოსნები, წვრილი მოვაჭრეები და მუშები, თავისუფალი პროფესიის მქონენი,მეწარმეები, ვაჭრები და მოხელეები თურქული ეროვნული ფორმაციის მთავარი მამოძრავებელნი არიან.
 
თითოეული მათგანის შრომა სხვებისათვის და საზოგადოების არსებობისა და აღმავლობისათვის აუცილებელია. ამ (სახალხოობის) პრინციპით, ჩვენი პარტია მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგისა და სოლიდარობის შექმნას და სხვადასხვა სეგმენტების ინტერესების ერთმანეთთან ჰარმონიზებას,ისე რომ ისინი ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ.
 
ამგვარად, სახალხოობა ამავე დროს, ახალი ერის მშენებლობის პროცესს წარმოადგენდა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი, უკლასო, ახლად ფორმულირებული თურქული სამოქალაქო იდენტობის მქონე საზოგადოების შექმნას. გარდაქმნის და ახალი საზოგადოების ფორმირების, ასევე საზოგადოების შემადგენელ სეგმენტებს შორის მშვიდობის გარანტიად სახელმწიფო გვევლინებოდა.
 
ქემალისტური სახალხოობა, მეტწილად, ზია გოქალფის აზრებს ემყარებოდა, თუმცა, განსაკუთრებით ერთპარტიული პერიოდის შუა და გვიანდელ პერიოდებში ჩამოყალიბებული ელიტიზმი, ოფიციალური სახალხოობის პრინციპის გოქალფისეულ გაგებასაც ეწინააღმდეგებოდა - გოქალფი მიიჩნევდა, რომ თურქეთის ხელისუფლება, ზეპარტიული,ზეკლასობრივი,ნეიტრალური და „მთელი ერის კუთვნილი“ უნდა ყოფილიყო.
 
ქემალისტურმა სახალხოობის პრინციპმა, დროთა განმავლობაში არაერთი ცვლილება განიცადა და დღეს, ქემალისტური ტრადიციის გამაგრძელებლობაზე პრეტენზიის მქონე სახალხო რესპუბლიკური პარტიის პროგრამაში, ეს პრინციპი აღწერილია როგორც „პოლიტიკური ლეგიტიმაციის წყაროდ ხალხზე დაყრდნობა,ეკონომიკური და პოლიტიკური პრივილეგიების მოსპობა, ჩაგრულთა პატრონობა და სოციალური პრობლემების ხალხთან ერთად, ხალხის ინტერესების შესაბამისად მოგვარება.“.
Line 66 ⟶ 57:
ქემალისტური ლაიციზმი, ოფიციალურად, რელიგიის გავლენისაგან თავისუფალ საზოგადოებას და რელიგიურ ცხოვრებაზე სახელმწიფო კონტროლს აერთიანებს. მაგრამ, რელიგიის საქმეთა სამმართველოს, როგორც შეიხულისლამის ინსტიტუტის მემკვიდრის, ოფიციალური თეოლოგიური დოქტრინა, სუნიტური ისლამის ჰანაფიტური მაზჰაბია, რაც, თურქეთში მცხოვრები არასუნიტი მუსლიმების რაოდენობის და სოციოლოგიური პროფილის გათვალისწინებით, პრობლემური სიტუაციების შექმნას უწყობს ხელს და კვლავ ღია საკითხად რჩება.
 
ქემალისტური ლაიციზმის კიდევ ერთ პრობლემად, არამუსლიმებთან დამოკიდებულება რჩება. მიუხედავად კონსტიტუციაში არსებული მუხლისა, რომელიც თურქეთის ყველა მოქალაქეს თურქად მიიჩნევს. არამუსლიმები თურქებად არ მიიჩნეოდნენ, ხოლო არათურქი მუსლიმები, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ერთპარტიული პერიოდის ყველაზე სეკულარულ პერიოდშიც, თურქებად მოიაზრებოდნენ.
 
===ლაიციზმი (სეკულარიზმი)===
ქემალიზმის მესამე მთავარ პრინციპს ლაიციზმი ([[სეკულარიზმი]]) წარმოადგენს. თურქული ლაიციზმი, დიდწილად ფრანგულ ლაიციზმს ემყარება და ფრანგული პოზიტივიზმის გავლენის შედეგია, რომელიც, [[ოსმალეთის იმპერია]]ში ფრანგული კულტურის პოპულარობის შედეგად, ოსმალეთის და თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ოფიციალურად, ქემალისტური ლაიციზმი, პოლიტიკურ ცხოვრებაში რელიგიის როლის შეზღუდვას ისახავდა მიზნად და სახალიფოს გაუქმება, სუფიური რელიგიური საძმოების მოღვაწეობის შეზღუდვა, [[სუფიზმი|სუფიური]] რელიგიური დაწესებულებების დიდი ნაწილის დახურვა, კონსტიტუციიდან სახელმწიფო რელიგიის გრაფის ამოღება, რელიგიური სამოსის აკრძალვა და [[მედრესე]]ების დახურვა და მათ ნაცვლად საერო განათლების მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელება, ქემალისტური სეკულარიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი მოვლენები იყო. მაგრამ ქემალისტური ლაიციზმი, განსხვავებით ევროპული მოდელებისაგან, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სეკულარიზაციასთან ერთად, რელიგიური ცხოვრების კონტროლზე სახელმწიფო მონოპოლიის დაწესების გზით, ამავე დროს ისლამის თურქიზაციას ისახავდა მიზნად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქემალიზმი“-დან