'''ცხვირვიწრო მაიმუნები''' (catarrhinae), [[ძუძუმწოვრები]]ს ქვერიფიქვერიგი [[პრიმატები]]ს რიგისა. უმრავლესობას ნესტოთაშორისი ძგიდე ვიწრო აქვს. მათი სხეულის სიგრძე 35-დან ([[ჯუჯა ანთარი]]) 175 სმ-მდე ([[გორილა]]) აღწევს. უმეტესობას აქვს გრძელი კუდი, ზოგს მოკლე ან სულც არ გააჩნია. უმდაბლეს ფორმებს აქვთ ლოყისუკანა პარკები და საჯდომი კორძები. ცხვირვიწრო მაიმუნებს ხშირი ბეწვი აქვთ. ქვერიგში 4 ოჯახია: [[ანთრისებრნი]], [[გიბონისებრნი]] და [[ადამიანის მსგავსი მაიმუნები]] ([[პონგოსებრნი]]), ამავე ქვერიგს ეკუთვნის ადამიანის ოჯახიც. გავრცელებული არიან აფრიკასა და აზიაში. გიბრალტარზე გვხვდება ერთი სახეობა — [[მაგოტი]], რომელიც ტყეში ბინადრობს.