სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
 
ჯერ კიდევ საბჯოთა კავშირის არსებობის პირობებში, [[1989]] წელს შეიქმნა საქართველოს პირველი ეროვნული ნაკრები, რომელმაც [[12 სექტემბერი|12 სექტემბერს]] [[ქუთაისი|ქუთაისში]] საერთაშორისო მატჩი გამართა [[ზიმბაბვე]]<nowiki/>ს ნაკრებთან - 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო [[დავით კილასონია]], პირველი კაპიტანი - [[ოლეგ ლიპარტელიანი]]. [[1990]] წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. [[1991]] წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ , ქართულმა კლუბებმა საკავშირო ჩემპიონატი დატოვეს. [[1992]] წლის თებერვალში [[რაგბის საერთაშორისო საბჭო]]<nowiki/>მ საქართველოს რაგბის კავშირი თავის 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ  (პრეზიდენტი [[ბიძინა გეგიძე]]) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. [[1997]] წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა [[ფრანგები|ფრანგი]] [[კლოდ სორელი]]. [[2001]] წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო [[ევროპის ერთა თასი]], რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მე-7 გუნდი. უცხოელი მწვრთნელების მოწვევის პრაქტიკა შემდგომშიც გაგრძელდა, როცა რაგბის ფედერაციას სათავეში ჩაუდგა გიორგი ნიჟარაძე. მისი მეცადინეობით მთელი ქვეღნის მასშტაბით მნიშვნელოვნად გაფართოვდა სარაგბო ინფრასრუქტურა. [[2008]], [[2009]], [[2011]] და [[2012]] წლებში ქართველებმა კიდევ ოთხჯერ აიღეს ევროპის ერთა თასი. საერთოდ XXI საუკუნის პირველი ათწლეული მეტად წარმატებული გამოდგა ჩვენი რაგბისთვის. [[2002]] წლის [[13 ოქტომბერი|13 ოქტომბერს]] [[თბილისი|თბილისში]], ეროვნულ სტადიონზე, საქართველომ 17:13 დაამარცხა რუსეთი და [[2003]] წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა და პლანეტის საუკეთოსო გუნდებს გაეჯიბრა. [[2007]] და [[2011]] წლებში ქართველებმა კიდევ ორჯერ ითამაშეს მსოფლიო თასის ფინალურ ტურნირში. სანაკრებო წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით [[მალხაზ ჭეიშვილი|მალხაზ ჭეიშვილს]], [[ტიმ ლეინი|ტიმ ლეინს]], [[რიჩი დიქსონი|რიჩი დიქსონს]].<ref>http://sport.gov.ge/index.php?pg=sporttypes&sportid=31</ref>
 
== შვიდ-კაცა რაგბი ==
'''სპორტის სახეობის აღწერა'''
 
7-კაცა რაგბის ფუძემდებლებად მიჩნეულნი არიან შოტლანდიის ქალაქ მელროუზის მკვიდრი ყასბები - ნედ ჰეიგი და დევიდ სანდერსონი, რომლებიც [[1883]] წელს ადგილობრივ მორაგბეთა კლუბისთვის სახსრების მოსაზიდად ერთგვარი ბლიც-ტურნირის ჩატარების წინადადებით გამოვიდნენ.
 
იქიდან გამომდინარე, რომ 15-კაცა რაგბის სტანდარტები მეტ დროს და, შესაბამისად, მეტ ხარჯებს მოითხოვდა, გადაწყდა მოთამაშეების ოდენობის 15-დან 7-მდე, ხოლო თამაშების ხანგრძლივობის 80-დან 15 წუთამდე შემცირება.
 
შორეულ 1883 წელს დაწყებული ისტორია დღემდე გრძელდება. გარდა მელროუზის ტურნირისა, ყოველწლიურად იმართება მსოფლიო სერიის პრესტიჟული შეჯიბრები, უმთავრესი ასპარეზობა კი მსოფლიო თასის გათამაშებაა, რომელიც [[1993]] წლიდან 4 წელიწადში ერთხელ იმართება (ქალებში მსოფლიო თასი [[2009]] წლიდან თამაშდება).
 
7-კაცა რაგბისთვის ისტორიული გამოდგა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის [[2009]] წლის კოპენჰაგენის 121-ე სესია, სადაც მას ოლიმპიური სპორტის სტატუსი მიენიჭა.
 
[[2016]] წლის ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვეს [[ფიჯი|ფიჯის]] კაცთა და [[ავსტრალია|ავსტრალიის]] ქალთა გუნდებმა. აღსანიშნავია, რომ რაგბი (15-კაცა) ოლიმპიური პროგრამის ნაწილი იყო 4-ჯერ - [[1900]], [[1908]], [[1920]] და [[1924]] წლების ოლიმპიურ თამაშებზე.
 
'''7-კაცა რაგბი საქართველოში'''
 
საქართველოში, უძველესი ეროვნული თამაშის - ლელობურთის სამშობლოში, პირველი საჩვენებელი სარაგბო მატჩები (15-კაცა რაგბი) [[1910-იანები|1910]]-[[1920]]-იან წლებში ჩატარდა, პირველი შეჯიბრება - თბილისის ჩემპიონატი კი [[1962]] წელს მოეწყო. [[1967]] წლიდან ტარდება საქართველოს ჩემპიონატი.
 
რაც შეეხება 7-კაცა რაგბის, მისი ქართული ისტორია იწყება [[1988]] წლიდან, როდესაც თბილისში, ვაკის სტადიონზე რაგბის ამ დისციპლინაში პირველი ტურნირი გაიმართა. დიდ რაგბისთან შედარებით, 7-კაცა რაგბიში საქართველოს შედეგები მოკრძალებულია.
 
ჩვენმა მორაგბეებმა [[2000]] წელს პირველად მოიპოვეს მსოფლიო თასის საგზური, მომდევნო წელს კი ფინალურ ეტაპზე გავიდნენ და 24 გუნდს შორის მე-10 ადგილი დაიკავეს. ეს საქართველოს 7-კაცა ნაკრების საუკეთესო შედეგია მსოფლიო თასის გათამაშებაში.
 
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ასევე იასპარეზა [[2005]], [[2009]] და [[2013]] წლის მსოფლიო თასებზეც. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ჩვენმა მორაგბეებმა [[2008]] წელს ჰანოვერში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
 
ისინი რეგულარულად მონაწილეობენ აგრეთვე ევროპის გრან-პრის და მსოფლიო სერიის ტურნირებში.
 
'''7-კაცა რაგბის წესები'''
 
7-კაცა რაგბს სტანდარტულ სარაგბო მოედანზე, თითქმის იდენტური წესებით თამაშობენ.
 
მთავარი განსხვავება მოთამაშეთა რაოდენობასა და მატჩის ხანგრძლივობაშია. გუნდი 4 მცველისა და 3 თავდამსხმელისგან შედგება, მატჩი - 2 7-წუთიანი ტაიმისგან (ფინალში 10-წუთიანი ტაიმებია. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5-წუთიანი ტაიმი) 1-წუთიანი შესვენებით. ამიტომაც, 7-კაცა რაგბი გაცილებით დინამიურია და მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება.
 
„ნაკლები კონტაქტი და მეტი რაგბი“ - ასეთია 7-კაცა რაგბის დევიზი. დროის მცირე მონაკვეთში მოთამაშეები დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებენ - შერკინებებს ფინტები ენაცვლება, პასებს - სწრაფი გარღვევები და ეფექტური ლელოები.
 
ბურთი ოვალურია და მისი გადაწოდება მხოლოდ უკან შეიძლება. ლელოს დადება, ანუ მეტოქის მოედნის კიდის მიღმა ბურთის დამიწება 5 ქულად ფასობს, გარდასახვა - 2 ქულად, ხოლო შედეგიანად შესრულებული არეკნი ან საჯარიმო დარტყმა - 3 ქულად. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს.<ref>http://sport.gov.ge/index.php?pg=sporttypes&sportid=69</ref>
 
== ჭიდაობა ==
1 038

რედაქტირება