ფრიტიოფ ნანსენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
სიყრმიდანვე თვალსაჩინო მოთხილამურე ფრიტიოფს, არაერთხელ მოუგია ნორვეგიის ჩემპიონატები. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ არჩევანის გაკეთება ფერწერასა და მეცნიერებას შორის მოუხდა, შედეგად, ზოოლოგიის ფაკულტეტზე შეაჩერა არჩევანი (მოგვიანებით თვითონვე ახდენდა საკუთარი წიგნების ილუსტრირებას). უკვე 20 წლის ასაკში ფრიტიოფმა ჩრდილოყინულოვანი ოკეანის ოთხთვიან გადასერვაში მიიღო მონაწილეობა. 1882 წელს სელაპმჭერი ხომალდით „ვიკინგი“ ყინულებში საცურაოდ გაემგზავრა (ბიოლოგიური პრაქტიკის მიზნით). სწორედ ამ მოგზაურობამ ჩაუყარა საფუძველი მის შემდგომ მოღვაწეობას. ზღვიდან დაბრუნებულმა თავი სამეცნიერო კვლევებს მიუძღვნა. 1883 წელს ქრისტიანიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქალაქ [[ბერგენი]]ს მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილების კურატორად დაინიშნა. 1885-1886 წწ. [[პარმა|პარმის]] უნივერსიტეტში პროფესორ გოლჯისთან, პარალელურად კი [[ნეაპოლი|ნეაპოლში]], [[ევროპა]]ში პირველ საზღვაო ბიოლოგიურ სადგურზე მუშაობდა. 1886 წელს დააჯილდოვეს მეცნიერებათა სამეფო აკადემიის დიდი ოქროს მედლით ნერვული ქსოვილის უჯრედოვანი აპარატის აგებულების გამოკვლევისათვის. (წამოაყენა მიკროსკოპული პრეპარატების დაფერვის ახალი მეთოდის იდეა). სადოქტორო ხარისხი [[გრენლანდია]]ში გამგზავრებამდე ოთხი დღით ადრე მიიღო.
 
[[1922]] წელს ნანსენს [[ნობელის მშვიდობის პრემია]] გადასცეს. მიღებული 122 000 კრონის უდიდესი ნაწილი ნანსენმა [[სსრკ]]-ში ორი საჩვენებელი სასოფლო სამეურნეო სადგურის მოწყობაზე დახარჯა, დარჩენილი ნაწილი კი [[ბერძნები|ბერძენ]] დევნილებს შესწირა. ნობელის პრემიის კვალად ნანსენმა იგივე თანხა დანიელი გამომცემლის ერიქსენისგანაც მიიღო. დიდმა ჩრდილოელმა ეს ფულიც იგივე მიზნებისთვის გამოიყენა.
 
==ბიოგრაფია==