ქართული კინო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 48:
40-იან წლებში, [[დიდი სამამულო ომი]]ს დროს შემცირდა ფილმების წარმოება. ქართული კინოს აღორძიენება დაიწყო 50-იან წლებში. 1953 წელს სახკინმრეწვის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო კინოსტუდია „[[ქართული ფილმი]]“, სადაც ხდებოდა ყველა ქართული ფილმის გადაღება. საეტაპო ფილმი იყო [[რეზო ჩხეიძე|რეზო ჩხეიძის]] და [[თენგიზ აბულაძე|თენგიზ აბულაძის]] „[[მაგდანას ლურჯა (ფილმი)|მაგდანას ლურჯა]]“, რომელიც [[ეკატერინე გაბაშვილი]]ს მოთხრობის ეკრანიზაცია იყო. მას, ისევე როგორც აბულაძის სხვა ფილმს „[[სხვისი შვილები]]“ [[იტალიური ნეორეალიზმი]]ს გავლენა იგრძნობოდა. პოპულარობით სარგებლობდა რეზო ჩხეიძის ჰეროიკული დრამა „[[ჯარისკაცის მამა]]“ და მთავარი როლის შემსრულებელი [[სერგო ზაქარიაძე]].
 
რეჟისორების ახალი ტალღა საქართველოში [[1960-იანები|60-იანი]] წლებიდან გამოჩნდა. 60-70-იანი წლები ქართული კინოს აღორძინების პერიოდია. ამ დროს მოღვაწეოდბნენ [[ელდარ შენგელაია]], [[გიორგი შენგელაია]], [[ოთარ იოსელიანი]], [[მერაბ კოკოჩაშვილი]] და სხვები. ამ პერიოდის საუკეთესო ქართული ფილმები გამოირჩეოდა საბჭოთა კინოპროდუქციის საერთო ნაკადიდან. მკაცრი ცენზურის პირობებში ქართველი კინემატოგრაფისტები ახერხებდნენ თავი აერიდებინათ ოფიციალური პროპაგანდისთვის და შეხბოდნენ აქტუალური სოციალური და ზნეობრივ პრობლემებს. ამიტომაც ქართულ კინოში იგავური ფორმა დამკვიდრდა. ფილმები „[[თეთრი ქარავანი (ფილმი)|თეთრი ქარავანი]]“ (1963 წ.) „[[ალავერდობა]]“ (1963 წ.), „[[გიორგობისთვე (ფილმი)|გიორგობისთვე]]“ (1966 წ.), „[[დიდი მწვანე ველი]]“ (1967 წ.) „[[არაჩვეულებრივი გამოფენა]]“ (1968 წ.) არსებული სოციალური სისტემის შეფარული კრიტიკა იყო.
 
60-იანი წლებშივე რეჟისორმა [[მიხეილ კობახიძე]]მ სათავე დაუდო ქართული მოკლემეტრაჟიანი კინოს სერიას. მან ორიგინალურად გაიაზრა მუნჯი კინოს. 70-იან წლებში ბევრი მოკლემეტრაჟიანი კომედიური ფილმი შეიქმნა: ბაადურ წულაძის „ფეოლა“ (1970 წ.), ირაკლი კვირიკაძის „[[ქვევრი (ფილმი)|ქვევრი]]“ (1970 წ.) გურამ პატარაიას „რეკორდი“ (1973 წ.). დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1975-1978 წლებში გამოსული მრავალსერიიანი ფილმი [[დათა თუთაშხია (ფილმი)|„დათა თუთაშხია“]], რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ და გიზო გაბესკირიამ [[ჭაბუა ამირეჯიბი]]ს ამავე სახლწოდების [[დათა თუთაშხია|რომანის]] მიხედვით გადაიღეს. აბრაგის როლს [[ოთარ მეღვინეთუხუცესი]] ასრულებდა. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ შექმნა თავისი უკანასკნელი ნამუშევრები: „[[ამბავი სურამის ციხისა]]“ (1984 წ.) და „აშუღ-ყარიბი“ (1988 წ.) [[სერგო ფარაჯანოვი|სერგო ფარაჯანოვმა]], რომლის ხელოვნება აღმოსავლური კულტურის ტრადიციებიდან და თბილისური ფოლკლორიდან იღებს სათავეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_კინო“-დან