სულეიმან დიასამიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
 
ხაზი 31:
დაიბადა [[ბათუმი|ბათუმში]] 1893 წლის 22 ნოემბერს. დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]] 1921 წელს, [[საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი]] 1932 წელს.
 
ახალგაზრდობაში [[რევოლუცია|რევოლუციურ მოძრაობაში]] ჩაება, დაინტერესებული იყო ქართველი [[მუჰაჯირები|მუჰაჯირების]] ბედით, ამ მიზნით მოინახულა [[ტრაპიზონი]], [[სამსუნი]], [[სტამბოლი]] და სხვა ადგილები. [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] [[ოქტომბრის რევოლუცია|1917 წლის რევოლუციის]] შემდეგ, [[მემედ აბაშიძე|მემედ]] და [[ჰაიდარ აბაშიძე|ჰაიდარ აბაშიძეებთან]] და სხვა მუსლიმან ქართველებთან ერთად დააარსა [[სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი]] და იყო ამ კომიტეტის მდივანი. 1919 წლის 31 აგვისტოს კომიტეტმა დიდი დევნისა და [[პანთურქიზმი|პანთურქულ]] მხარესთან დაპირისპირებების შემდეგ, შექმნა სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი (საბჭო), რომელმაც ერთხმად დაადგინა საქართველოსთან [[აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა|აჭარის]] შეერთება ავტონომიის საფუძველზე.<ref>[http://gazetiajara.ge/new/2011-11-28-09-50-51/ ძეგლის ღირსნი, ''გაზეთი აჭარა'']{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}</ref>
 
1921 წელს [[საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი|საქართველოს კპ]] [[აჭარა|აჭარის]] საოლქო კომიტეტის დავალებით დიდი მუშაობა გასწია ღარიბ გლეხთა კომიტეტის ჩამოსაყალიბებლად, ებრძოდა [[პანისლამიზმი|პანისლამიზმის]] მიმდევრებს. 1921 წელს მუშაობდა აჭარის ფინანსთა სახალხო კომისრად, შემდეგ [[თბილისი|თბილისში]] ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.