ნიკო კეცხოველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
[[1916]] წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო[[1926]] წელს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] (თსუ) პედაგოგიური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1923 წლიდან იყო თსუ-ის ბოტანიკის კათედრის პრეპარატორი, 1926-იდან ამავე კათედრის პედაგოგი, ხოლო 1929-იდან დოცენტი. 1933 წელს ირჩევენ ამ კათედრის გამგედ. კათედრას განაგებდა გარდაცვალებამდე. 1937 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარე (1942-1957), ბიოლოგიის განყოფილების თავმჯდომარე (1957-1963), ვიცე-პრეზიდენტი (1943-1945), თსუ-ის რექტორი (1945-1952). [[1963]] წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი (დღეს ეს ინსტიტუტი მის სახელს ატარებს). საქართველოს ბოტანიკოსთა საზოგადოების დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი (1958) და უცვლელი თავმჯდომარე. [[ქსე]]-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. ძირითადი შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მის თანამედროვე მდგომარეობას, აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. აქვს მრავალი ლიტერატურული ნარკვევი, ნოველა და მოთხრობა („თოვლიან მთებში“, 1927; „ცხრათვალა მზის ქვეშ“, 1968; „მორბის არაგვი არაგვიანი“, 1971; „არსიანიდან მოვდივარ, მომიხარია“, 1974, რუსთაველის სახელობის პრემია, 1975; „მეცხრე მთაც გადავიარე“, 1976; „კიდევაც დაიზრდებიან“, 1978). თავის მხატვრულ ნაწარმოებებში კეკელიძე გვევლინება როგორც ბიოლოგი და მეცნიერების პოპულარიზატორი, ბუნების სიმდიდრეთა და მშობლიური მხარის ღირსშესანიშნაობათა დამცველი. მიღებული აქვს საკავშირო საზოგადოება „ცოდნის“ პრემია (1975), თსუ-ის პრემია (1975) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1979). საქართველოს I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის სახელობის (1960) და ი. ჯავახიშვილის სახელობის (1970) მედლებით, არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი.
 
ცალკე აღნიშვნის ღირსია ნიკო კეცხოველის დამსახურება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაშე. ჯერ კიდევ 1921 წლის თებერვალში იგი, როგორც [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] ეროვნული არმიის ოფიცერი, აქტიურად მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1919 წელს გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის იგი დაჯილდოვდა "თეთრი გიორგი"-ს ჯვრით. 1917 წელს ესწრებოდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელ ყრილობას და 1924 წლის სექტემბრამდე იყო ამ პარტიის თვალსაჩინო წევრი: შედიოდა მის მთავარ კომიტეტში და იყო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. 1922-1924 წლებში შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის შემადგენლობაში. 1924 წელს, აგვისტოს აჯანყებამდე მცირე ხნით ადრე, დაპატიმრებულ იქნა საქართველოს სსრ ე.წ. "საგანგებო კომისიის" (ე.წ. "ჩეკა") მიერ. 1941-1942 წლებში, სხვა ცნობილ მოღვაწეებთან (ნ. მუსხელიშვილი, მ. ზანდუკელი, შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე, გ. წერეთელი და სხვანი), თანაუგრძნობდა ფარულ პატრიოტულ ორგანიზაციას "სამანი".
 
დაკრძალულია თბილისში, [[პანთეონი_(დიდუბე)|დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]].
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკო_კეცხოველი“-დან