საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 5:
1990-იან წლებში [[საქართველო]]ში დაწყებულმა პრივატიზაციის პროცესმა, მიწასთან და ბინებთან დაკავშირებულმა რეფორმებმა დღის წესრიგში უძრავი ქონების სფეროში არსებული მონაცემების მოწესრიგება, სისტემატიზაცია და კოორდინაცია დააყენა. აუცილებელი გახდა ისეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, სადაც ეს ინფორმაცია მთლიანად მოიყრიდა თავს.<ref name="სრეს" />
 
1998 წელს მიღებულ სამოქალაქო კოდექსში სახელმწიფომ უძრავი ქონების მონაცემთა ერთიან ბაზაში — საჯარო რეესტრში თავმოყრა გაითვალისწინა. დარგის ადმინისტრირების მიზნით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი შეიქმნა. ამ ნაბიჯით [[საქართველო]]ში რეფორმის პირველი ეტაპი დაიწყო. მიუხედავად ამისა, ტექბიუროები, რომელიც თვითმმართველობების დაქვემდებარებაში იყო, ინერციით კვლავ განაგრძობდნენ არსებობას და ბინებსა და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე საკუთრების უფლებას არეგისტრირებდნენ. სახეზე იყო ფუნქციათა დუბლირება, ანუ ერთი და იგივე ფუნქციას რეალურად სხვადასხვა უწყებები ასრულებდნენ, ისე, რომ მათ შორის არ არსებობდა არანაირი კოორდინაცია. 2002-2003 წლებში, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იმატა მოქალაქეების მხრიდან უფლებათა რეგისტრაციის მოთხოვნამ.<ref name="სრეს">[http://atami.ge/napr/p/141 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}</ref>
 
2004 წელს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოგვიანებით კი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებიც გაუქმდა. უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციისთვის ახალი უწყება — [[საქართველოს იუსტიციის სამინისტრო]]ს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეიქმნა. მიწის მართვის დეპარტამენტსა და ტექბიუროებში დაცულმა ინფორმაციამ თავი მთლიანად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოიყარა, მიწის ადმინისტრირების ფუნქციები კი სხვადასხვა უწყებებს გადაეცათ. ამ ცვლილებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საშუალება მისცა, უფრო მეტად მოქნილი და კონკრეტულ სფეროზე ფოკუსირებული გამხდარიყო.<ref name="სრეს" />