საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
განახლდა მოძველებული მონაცემები
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 1:
'''საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი''' ({{lang-en|International Geographical Union;}} {{lang-fr|Union Géographique Internationale;}} IGU) — მსოფლიოს [[გეოგრაფია|გეოგრაფთა]] საერთაშორისო სამეცნიერო გაერთიანება. პირველი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა [[1871|1871 წელს]] ქალაქ [[ანტვერპენი|ანტვერპენში]]. თანამედროვე სახით ოფიციალურად დაარსდა [[1922|1922 წელს]] ბელგიის ქალაქ [[ბრიუსელი|ბრიუსელში]].<ref name="igu" /> ხელმძღვანელი ორგანოა — აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც შედგება პრეზიდენტის, 8 ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარისგან. ადრეული წლებიდანვე გეოგრაფთა სამეცნიერო გაერთიანებამ გამოიმუშავა საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურა, რომელიც დღემდე არსებობს.
 
დღეს, ისევე როგორც [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] მიწურულს, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სტრუქტურა შეიცავს 3 ძირითად კომპონენტს: ''გენერალური ასამბლეა'', რომელიც გვევლინება კავშირის უმაღლეს ორგანოდ და შედგება დელეგატებისაგან. გენერალური ასამბლეის სხდომა იმართება კონგრესის მსვლელობისას. ''აღმსასრულებელი კომიტეტი'' შედგება პრეზიდენტის, 8 ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარისგან. ''კომისიები და კვლევითი ჯგუფები'' მოქმედებენ მუდმივ საფუძველზე. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირმა თავისი არსებობის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარა დაახლოებით 30-მდე საერთაშორისო კონგრესი, რომელიც თავის მხრივ, იმართება 4 წელიწადში ერთხელ.<ref name="igu">[{{Cite web |url=http://igu.igras.ru/igu.html |title=საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი] |accessdate=2013-01-20 |archiveurl=https://web.archive.org/web/20130508161344/http://igu.igras.ru/igu.html |archivedate=2013-05-08 }}</ref>
 
საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მიზანია გეოგრაფიული კვლევის კოორდინაცია მსოფლიო მასშტაბით, გეოგრაფიული კვლევის შედეგების მოსმენა გეოგრაფიულ კონგრესებსა და რეგიონულ კონფერენციებზე და მათი პუბლიკაცია.<ref>[http://dic.academic.ru/dic.nsf/bse/78463 საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]</ref>