საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 39:
===მეშვიდე ინაუგურაცია===
[[ფაილი:Salome Zourabichvili in Prometheus Hall.jpg|200px|მინი|მარჯვნივ|პრეზიდენტი სამუშაო კაბინეტში]]
საქართველოს ისტორიაში რიგით მე-7 საპრეზიდენტო ინაუგურაცია [[2018]] წლის [[16 დეკემბერი|16 დეკემბერს]] გაიმართა. ინაუგურაციის წინა დღეს, [[15 დეკემბერი|15 დეკემბერს]], [[სალომე ზურაბიშვილი]] გმირთა მოედანსა და [[მთაწმინდის პანთეონი|მთაწმინდის პანთეონში]] მივიდა.<ref name="reginfo.ge">{{Cite web|url=http://netgazeti.ge/news/328881/|title=ზურაბიშვილი ინაუგურაციის წინა დღეს მედიის გარეშე მივიდა გმირთა მოედანსა და პანთეონში|publisher=reginfo.ge|accessdate=17 დეკემბერი, 2018}}</ref> პანთეონსა და გმირთა მოედანზე ვიზიტი წინა პრეზიდენტების ინაუგურაციისას საპროტოკოლო ღონისძიებათა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ეს პროტოკოლი შეიცვალა საინაუგურაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტის პანთეონსა და გმირთა მემორიალთან მისვლა არჩეული პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილებით მოხდა.<ref>{{Cite web|url=http://netgazeti.ge/news/328914/|title=პანთეონსა და მემორიალთან ვიზიტი ზურაბიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება იყო – კახიშვილი
|publisher=netgazeti.ge|accessdate=17 დეკემბერი, 2018}}</ref> სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას, შემდეგ მოილოცა [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] საფლავი მთაწმინდის პანთეონში და აგრეთვე მოინახულა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - [[ზვიად გამსახურდია|ზვიად გამსახურდიას]] და ეროვნული გმირის - [[მერაბ კოსტავა|მერაბ კოსტავას]] საფლავები.<ref name="reginfo.ge"/>
 
[[16 დეკემბერი|16 დეკემბერს]], [[თელავი|თელავში]], [[ერეკლე II]]-ის სასახლის ეზოში [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს მე-5 პრეზიდენტის]] ინაუგურაცია გაიმართა. [[სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი]] ცერემონიაზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­რებ­ში წარ­სდგა. მას საქართველოს სახელმწიფო დროში ფერებში: თეთ­რი და წი­თე­ლი ფე­რე­ბის სა­მე­უ­ლი ეცვა. მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლმა დი­ზა­ი­ნე­რმა ჯაბა დი­ა­სა­მი­ძემ იზ­რუ­ნა. სა­სახ­ლემ­დე არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­იყ­ვა­ნეს, წი­თელ ხა­ლი­ჩას­თან ის შვი­ლებ­მა - თე­ი­მუ­რაზ და ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნებ­მა მი­ა­ცი­ლეს.<ref>{{Cite web|url=http://www.ambebi.ge/article/230106-rogor-gamoiqureba-salome-zurabishvili-inauguraciaze-pirveli-kadrebi/|title=როგორ გამოიყურება სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე - პირველი კადრები|publisher=www.ambebi.ge|accessdate=17 დეკემბერი, 2018}}</ref>
 
ზურაბიშვილმა [[საქართველოს კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციასა]] და [[ბიბლია|ბიბლიაზე]] ხელის დადებით ფიცი დადო: {{ციტატა|მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.<ref>{{Cite web|url=http://www.tabula.ge/ge/story/141568-salome-zurabishvilma-fici-dado|title=სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო|publisher=www.tabula.ge|accessdate=17 დეკემბერი, 2018}}</ref>}}
 
ღონისძიებას სულ 1800 სტუმარი დაესწრო. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ყველა სტუმარი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთა გარდა, ფეხზე იდგა.<ref>{{Cite web|url=http://netgazeti.ge/news/328919/|title=სზურაბიშვილისზურაბიშვილის ინაუგურაციას 1 800 ადამიანი დაესწრება, ისინი ფეხზე იდგებიან|publisher=netgazeti.ge|accessdate=17 დეკემბერი, 2018}}</ref> ინაუგურაციაზე დამსწრეთა შორის იყვნენ [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს მე-4 პრეზიდენტი]] [[გიორგი მარგველაშვილი]] მეუღლესთან ერთად, სრულიად საქართველოს საკოთიკოს-პატრიარქი [[ილია II]], სომხეთის პრეზიდენტი [[არმენ სარქისიანი]], საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი [[ნიკოლა სარკოზი]]<ref>{{Cite web|url=http://www.info9.ge/politika/201992-franguli-gamocema-safrangethis-prezidentma-nikola-sarkozis-mnishvnelovani-misia-daakisra-emanuel-makroni-tsarmoedgina-yofili-frangi-diplomatis-salome-zurabishvilis-inauguraciaze.html?lang=ka-GE&utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+info9+%28Info9.Ge%29|title=საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზის მნიშვნელოვანი მისია დააკისრა|publisher=www.info9.ge|accessdate=17 დეკემბერი, 2018}}</ref> და სხვა დელეგაციების წარმომადგენლები.
 
[[სალომე ზურაბიშვილი|სალომე ზურაბიშვილმა]] პრეზიდენტის რანგში პირველი საპროგრამო სიტყვაც წაიკითხა: {{ციტატა|ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ამით შეიკრა ერთგვარი წრე – რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები.<ref>{{Cite web|url=http://netgazeti.ge/news/329114/|title=სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო|publisher=netgazeti.ge|accessdate=17 დეკემბერი, 2018}}</ref>}}
 
[[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს მე-5 პრეზიდენტის]] საქართველოს ისტორიაში რიგით მე-7 ინაუგურაცია 50 წუთამდე გაგრძელდა და საზეიმო მიღება თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.<ref>{{Cite web|url=http://1tv.ge/news/inauguraciis-shemdeg-sazeimo-migheba-winandlis-nacvlad-telavis-teatrshi-gaimarteba/|title=ინაუგურაციის შემდეგ საზეიმო მიღება, წინანდლის ნაცვლად, თელავის თეატრში გაიმართება|publisher=1tv.ge|accessdate=17 დეკემბერი, 2018}}</ref>