რეიჩელ სკარსტენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ამოღებულია კატეგორია:ცოცხალი ადამიანები. იხ. https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები&oldid=4001479
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 88:
რეიჩელ სკარსტენი 12 წლის განმავლობაში სწავლობდა ცეკვას ცეკვის სამეფო აკადემიაში, რის პარალელურადაც იგი 8 წლის განმავლობაში ესწრებოდა კლოდ უოტსონის ლექციებს ხელოვნების სკოლაში. აქ მან შეისწავლა [[სახვითი ხელოვნება|ვიზუალური ხელოვნება]] და ჩელოზე დაკვრა. პატარა პაუზის შემდეგ მან ხელოვნების სკოლაში სიარული განაახლა და 12 კლასის სერთიფიკატიც მიიღო.
 
სწავლის დასრულების შემდეგ იგი კინო-აგენტს შეხვდა, რომლის დამსახურებითაც რეიჩელი რამდენიმე პატარა როლზე დაამტკიცეს. მისი სამსახიობო დებიუტი 1998 წელს შედგა სერიალში „ცნობილი ჯეტ ჯექსონი“, სადაც მხოლოდ ერთ სერიაში თამაშობდა მიკი ტუიტის როლს. ამას მოჰყვა იმავე წელს მეორე ეპიზოდური როლი სერიალში „პატარა კაცი“. 2002 წელს იგი პირველად გადაიღეს სრულმეტრაჟიან ფილმში, სადაც მან კეროლაინ ლოფტონის როლი შეასრულა ფილმში „ვირჯინიას გაქცევა“. იმავე წელს იგი თავის პირველ სერიოზულ როლზე დაამტკიცეს სერიალში „ჩიტების ლოცვა“<ref>"[http://www.warnerbros.com/studio/news/crime-fighting-never-looked-so-good-when-warner-home-video-releases-%E2%80%9Cbirds-prey-complete Crime Fighting Never Looked So Good" "Warner Bros.] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20180801221110/https://www.warnerbros.com/studio/news/crime-fighting-never-looked-so-good-when-warner-home-video-releases-%E2%80%9Cbirds-prey-complete |date=2018-08-01 }}", Retrieved February 7, 2017.</ref>, სადაც დინა ლანსს განასახიერებდა. ეს ამ სერიალის მთავარი მოქმედი პერსონაჟი იყო, რომლის გადაღებებიც 2003 წლამდე გაგრძელდა.
 
ამის შემდეგ იგი იძულებული იყო კვლავ პატარა და ეპიზოდური როლები ეთამაშა ისეთ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა: „მსმენელი“, „იძებნება“, „დაკარგული გოგონა“, „ჩემს ოცნებებში“, „ორი ხელი პირისთვის“ და ა.შ. 2012 წელს ფილმში „ლამაზმანი და ურჩხული“ რეიჩელმა ბრუკის როლი მოირგო.