რეალაქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
(გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
 
'''რეალაქტი''' — [[ადმინისტრაციული ორგანო]]ს საქმიანობის ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ.
 
რეალაქტსა და ადმინისტრაციული ორგანოს [[ადმინისტრაციული ორგანო#საქმიანობის სამართლებრივი ფორმები|საქმიანობის სხვა სამართლებრივ ფორმებს]] შორის განსხვავება ის არის, რომ რეალაქტი წარმოადგენს ფაქტობრივ, რეალურ მოქმედებას, ხოლო დანარჩენი კი — წერილობით აქტებს, დოკუმენტებს<ref>{{Cite|ტურავა|წკეპლაძე|(2010)|გვ=89}}</ref>. რეალაქტის ცნების ქვეშ იგულისხმება ყველა ის მმართველობითი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი (წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ), არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ. სწორედ ეს ნიშანია მთავარი განმასხვავებელი ამ ინსტიტუტისა და ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივი ფორმების შორის<ref>{{cite web |url=http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/oqtomberi2010.pdf |title=საქმე №ბს-523-503(კ-10) |accessdate= |work= |publisher= [[საქართველოს უზენაესი სასამართლო]]ს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა |date=[[12 ოქტომბერი]], [[2010]] }}{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}</ref>. მაგალითად, საპატრულო პოლიციის (ადმინისტრაციული ორგანოს) მიერ პატრულირება წარმოადგენს რეალაქტს. მართალია, ეს არის პოლიციის მიერ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება, თუმცა იგი ფაქტობრივი მოქმედებაა, რომელიც არ არის მიმართული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ (უფლება-მოვალეობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ). მაგრამ თუკი საპატრულო პოლიცია მოაწესრიგებს საგზაო მოძრაობას, ეს უკვე აღარ იქნება რეალაქტი, რადგან საგზაო მოძრაობის მონაწილეს წარმოეშობა ვალდებულება, შეასრულოს პოლიციის მიერ მისთვის მითითებული კანონიერი მოთხოვნა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==