გრიგოლ ყიფშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:ყიფშიძეები გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 1:
'''გრიგოლ (გიგა) ყიფშიძე''' (გიგა) (ფსევდონიმი: „გ'''გ. გოდორია”)გოდორია'''; (დ. [[1858]] –გ— გ. [[1921]], [[13 ნოემბერი]])   ქართველი [[ჟურნალისტი]], პროზაიკოსი, მთარგმნელი, პედაგოგი.
 
== ბიოგრაფია ==
გრიგოლ ყიფშიძე დაიბადა 1858 წელს [[გორის მაზრა|გორის მაზრის]] სოფელ [[წვერი (ქარელის მუნიციპალიტეტი)|წვერში]] მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, [[თბილისის სასულიერო სემინარია|სასულიერო სემინარიასა]] და [[პეტერბურგის უნივერსიტეტი|პეტერბურგის უნივერსიტეტში]] (1877 წ. თავისუფალ მსმენელად). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1878) მასწავლებლობდა [[წრომი|წრომსა]] და ახალქალაქში. 1879 წლიდან ჩაირიცხა მუდმივი ქართული დასის წევრად. იყო მოკარნახე. 1882-85 წლებში მუშაობდა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში]] საქმის მწარმოებლად, 1907-21 წლებში - — ქართულ სამეურნეო ბანკში მოლარედ, შემდეგ - — დირექტორად. იყო [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] უახლოესი თანამშრომელი და მისი [[ბიოგრაფია|ბიოგრაფი]]. ლიტერატურულ-კრიტიკულ (განხილული აქვს [[ალექსანდრე ყაზბეგი|ალექსანდრე ყაზბეგის]], [[დავით კლდიაშვილი|დავით კლდიაშვილის]], [[ანასტასია ერისთავი-ხოშტარია|ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას,]] [[რაფიელ ერისთავი|რაფიელ ერისთავის]] შემოქმედება), თეატრალურ და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა „<nowiki/>[[ივერია (გაზეთი)|ივერიაში]]<nowiki/>“, „<nowiki/>[[დროება (XIX საუკუნე)|დროებაში]]<nowiki/>“, „<nowiki/>[[იმედი (ჟურნალი)|იმედში]]<nowiki/>“, „<nowiki/>[[მოამბე|მოამბეში]]<nowiki/>“. მისი თხზულებების უმთავრეს თემას წარმოადგენს ქართლის სოფელი, გლეხობის ყოფა, სოფლის მასწავლებლის მდგომარეობა, სახალხო განათლება (აღსანიშნავია „ენა და ეროვნება“, 1895). სოფლის სიდუხჭირე აისახა მის მხატვრულ ქმნილებებშიც: „ერთი მიცვალებულის ბედი“ (1878), „ერთი ღამე თოვლქვეშ“ (1883), „ქართლელის ფიქრი გაზაფხულის პირზედ“ (1878), „ძალიან დღეობა კი იყო, ი დალოცვილი“ (1885). გრიგოლ ყიფშიძემ კირიონთან ერთად შეადგინა სახელმძღვანელო წიგნი „ქართული სიტყვიერების თეორია“ (1908), რომელიც რამდენჯერმე დაიბეჭდა. მანვე შეადგინა და რუსულ ენაზე გამოსცა კავკასიის პერიოდული პრესის ბიბლიოგრაფია (1901).
 
გრიგოლ ყიფშიძეს ნათარგმნი აქვს [[ჰენრიკ სენკევიჩი|ჰენრიკ სენკევიჩის]] „ცეცხლითა და მახვილით“, [[პოლ ბურჟე|პოლ ბურჟეს]] „ანდრე კორნელი“, [[ედმონდ დე ამიჩი|ედმონდ დე ამიჩის]] „კარმელა“, ფრანსუა კოპეს „იაკობელები“, [[მატილდა სერანო|მატილდა სერანოს]] „ამბავი სიყვარულისა“, დე-ვო-გუეს „მართლმსაჯულები“, [[ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი|ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის]] „ღალატი“.
ხაზი 9:
 
== ლიტერატურა ==
 
* ს. მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1838;
* ი. მანსვეტაშვილი, მოგონებანი, ნახული და გაგონილი, 1936.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Nplg ბიოგრაფია|00003568}}
{{გაზეთ ივერიის რედაქტორები}}
 
{{DEFAULTSORT:ყიფშიძე, გრიგოლ}}
[[კატეგორია:დაბადებული 1858]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1921]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_ყიფშიძე“-დან