მზე (ტელეკომპანია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 4 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 21:
 
2004 წლისთვის "მზე" უკვე იყო საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია, მრავალფეროვანი მაუწყებლობით და პოპულარული პოლიტიკური თოქშოუებით.
თუმცა, რამდენიმე წელიწადში ჩხარტიშვილმა გაყიდა მთელი თავისი წილი ტელევიზიაში, რამაც ოპოზიციური პოლიტიკოსების დაეჭვება გამოიწვია. ისინი ფიქრობდნენ, რომ "მზე" საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. ცოტა ხანში "მზე" მეორე წამყვანი ტელევიზიის "რუსთავი 2- ის" მფლობელობაში გადავიდა და მაუწყებლობა მხოლოდ გასართობ ფორმატში განაგრძო. არხზე შეწყდა ყველა საინფორმაციო გამოშვება.<ref>[{{Cite web |url=http://www.civil.ge/eng/article.php?id=18619] |title=დაარქივებული ასლი |accessdate=2012-05-24 |archiveurl=https://web.archive.org/web/20140714232839/http://www.civil.ge/eng/article.php?id=18619 |archivedate=2014-07-14 }}</ref>
 
==ტელეკომპანია „მზის“ აქციების გადაცემა==
 
2004 წლის ივლისში ვანო ჩხარტიშვილმა „მზის“ აქციები საქართველოს პარლამენტის წევრ და პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებულ პირს დავით ბეჟუაშვილს მიჰყიდა, იმ მიზეზით, რომ ჩხარტიშვილი სააკაშვილის მთავრობისთვის სასურველი პირი აღარ იყო და მას სურდა, თავიდან აეცილებინა დაპატიმრება ფინანსური დარღვევების ბრალდებით.<ref>[http://www.jamestown.org/single/?no_cache=1&tx_ttnews%5btt_news%5d=26679]</ref>
2006 წლის იანვარში „რუსთავი 2-მა“, რომელიც იმ დროისათვის საქართველოს თავდაცვის მინისტრის დაახლოებული პირის მფლობელობაში იყო, „მზის“ აქციების 78 პროცენტი შეიძინა, დანარჩენ 22 პროცენტს ისევ ბეჟუაშვილი ფლობდა. „მზე“ გასართობი არხი გახდა. <ref>[{{Cite web |url=http://www.civil.ge/eng/article.php?id=11454] |title=დაარქივებული ასლი |accessdate=2012-05-24 |archiveurl=https://web.archive.org/web/20130419181141/http://www.civil.ge/eng/article.php?id=11454 |archivedate=2013-04-19 }}</ref>
 
==პოლიტიკური გადაცემების მაუწყებლობის შეწყვეტა==
 
ტელეკომპანიის სამაუწყებლო დამოუკიდებლობაში ჩარევა 2004 წლიდან დაიწყო. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა "მზეზე" და "რუსთავი 2- ზე" პოლიტიკური თოქშოუების ერთდროულად დახურვის გამო განგაში ატეხეს. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ამ ფაქტებთან ხელისუფლების კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ტელევიზიებმა ეს გადაცემები ახალი პროექტების დაწყების მიზნით დახურეს.<ref>[{{Cite web |url=http://www.civil.ge/eng/article.php?id=6192] |title=დაარქივებული ასლი |accessdate=2012-05-24 |archiveurl=https://web.archive.org/web/20160304052149/http://www.civil.ge/eng/article.php?id=6192 |archivedate=2016-03-04 }}</ref>
 
2005 წელს გადაცემა "არჩევანის ზღვარზეს" სტუდიაში მიწვეულმა ექსპერტმა საეჭვოდ მიიჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაღუპვის ოფიციალური ვერსია, რის შემდეგაც, გადაცემა დროებით შეაჩერეს.<ref>[http://en.wikipedia.org/wiki/Zurab_Zhvania.]</ref><ref>[{{Cite web |url=http://www.civil.ge/eng/article.php?id=10305] |title=დაარქივებული ასლი |accessdate=2012-05-24 |archiveurl=https://web.archive.org/web/20130419185807/http://www.civil.ge/eng/article.php?id=10305 |archivedate=2013-04-19 }}</ref>
2005 წლის 6 ივლისს "არჩევანის ზღვარზეს" წამყვანმა ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა, რომ 8 ივლისს მისი ბოლო გადაცემა გავიდოდა ეთერში. გადაცემის დახურვა მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი სპიკერის აქტიურობას, რომელმაც ჟურნალისტები გააკრიტიკა თბილისის ცენტრში სამოქალაქო არეულობის პირდაპირი ეთერით გაშუქების გამო.
ხაზი 50:
იმავე ორგანიზაციის 2009 წლის ანგარიშის მიხედვით, 2007 წელს ტელეკომპანია "იმედის" დახურვის შემდეგ მთავრობამ კონტროლი დაამყარა ქვეყანაში ყველა ტელეკომპანიაზე, რის შემდეგაც ტელეკომპანიებში "რუსთავი 2", " მზე" და "იმედი" მკვეთრი პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა დამკვიდრდა.<ref>[http://www.freedomhouse.org/report/freedom-press/2009/georgia]</ref>
 
ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში საქართველოს მედიის მდგომარეობის შესახებ 2003-2007 წლებში სათაურით ,,პუტინიზაცია საქართველოში - მედია "ვარდების რევოლუციის" შემდეგ“. ანგარიშში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია მზის რეორგანიზაცია, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ მათ პირდაპირ ეთერში გააშუქეს თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციის დარბევა.<ref>[http://www.humanrights.ge/admin/editor/uploads/files/Georgian%20Media%20after%20the%20Rose%20revolution]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}</ref>
 
ტელეკომპანია "მზის" დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი პოლიტიკური დევნის მოტივით ემიგრირებულია დიდ ბრიტანეთში. მან დააარსა ახალი ტელეკომპანია "მზერა" და მის მიერვე ინიცირებულია ტელეკომპანია "მზის" დაბრუნების კამპანია.