გოსტაშაბიშვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
'''გოსტაშაბიშვილები''' — თავადთა საგვარეულო, [[ბარათაშვილები|ბარათაშვილთა]] ერთი შტო [[XVI საუკუნე|XVI]]-[[XIX საუკუნე]]ებში [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]].
 
გოსტაშაბიშვილების გვარის ფუძემდებლად ითვლება გოსტაშაბ ქავთარის ძე ბარათაშვილი, [[1523]] წელს ბარათიანთ გაყრის წიგნში მოხსენებული გოსტაშაბიშვილების სათავადო მამულები — [[საგოსტაშაბიშვილო]] — ძირითადად [[ალგეთის ხეობა]]ში მდებარეობდა; ყმა-მამული ჰქონდათ აგრეთვე ქციის ხევში და სომხითში. გოსტაშაბიშვილების სამფლობელოს ცენტრი იყო სოფ. ამლივი (ახლანდელი [[ამლევი]], [[თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი]]), სადაც ჰქონდათ სასახლე და 1683 წელს აგებული სასაფლაო-მონასტერი. გოსტაშაბიშვილებს სასახლე ჰქონდათ [[ბირთვისიბირთვისის ციხე|ბირთვისშიც]], სასაფლაო-საძვალე კი [[ბეთანია]]ში. გოსტაშაბიშვილებს XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე 300-მდე ყმა-გლეხი და 10-მდე ვასალი აზნაური ჰყავდათ. 1713 წელს და 1721-1724 წლებში გოსტაშაბიშვილები გაიყარნენ, რის შედეგადაც მათი მამულები დაქუცმაცდა, ლეკიანობის შედეგად კი, XVIII საუკუნის ბოლოსათვის, გოსტაშაბიშვილების ყმა-მამული შემცირდა, რის გამოც ისინი XIX საუკუნეში წვრილ მფლობელებად იქცნენ. გოსტაშაბიშვილების ფეოდალური სახლის უფროსი - მეორე, ხოლო სახლიკაცები - მესამე ხარისხის თავადებად ითვლედბოდნენ.
 
==ლიტერატურა==