ქართლოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 28:
 
== ისტორია==
მას შემდეგ რაც თარგამოსის მოდგმა გამრავლდა, გადაწყდა კავკასიის წილხვედრი მიწა განაწილებულიყო რვა ძმას შორის. ყველაზე უფროსი — ჰაოსი დარჩა მამის წიაღში (არარატსა და მასისის მთებს შორის გადაჭიმულ ტერიტორიაზე), ხოლო ქართლოსი დანარჩენ ექვს ძმასთან ერთად დასახლდა ჩრდილოეთით მდებარე მიწებზე. ”ქართლოსს„ქართლოსს უხუცესი და მთავარი მათი მოვიდა, სად ერთვის [[მტკვარი|მტკვარს]] [[არაგვი]]: აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თავისი ქალაქსა მას ქართლოს, (რომლის გამო ეწოდა ქვეყანასა ამას [[ქართლი]]).
 
==ქართლის ცხოვრება==
ხაზი 38:
 
== მემატიანის ცნობები ==
მემატიანის ცნობით, ”მას„მას ჟამსა (მცხეთის მამასახლისის დროს) დაივიწყეს დამბადებელი ღმერთი და ექმნეს მსახურ მზისა, მთოვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა, ხოლო მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა”ქართლოსისა“, რომელიც არმაზში (ქართლში) დაკრძალეს. ამრიგად, ასტრალური კულტის, კერპთაყვანისცემის შორეულ ჟამს ქართველთა დიდ მითურ წინაპარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ჰეროსს და ღვთაებას.
 
პირველ კაცს საქართველოში ერქვა ქართლოსი (ქართ(ლ)ისი), პირველ ქალაქს ქართ(ლ)ი, პირველი საფიცარი იყო საფლავი ქართლოსისა<ref>[http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5098 მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“]: ბ. ღმერთ-კაცნი. '''ა. ქართლოსი.''' ტომი I, გვერდი: 92.</ref>.
 
==ქართლოსი პროზაში==
შეიქმნა მითები, რომელთაგან ერთი [[ვაჟა-ფშაველა]]მ დაამუშავა პოემაში „ჰაოს და ქართლოს“. ამ თქმულებით, ”თვალცრემლიანი„თვალცრემლიანი ჰაოსი ქართლოსს მოადგა კარზედა”კარზედა“, შესჩივლა მტერმა დამჩაგრა, საბრძაბენელი დავკარგე და შემივრდომეო. ქართლოსი ძმას ძმურად ეხვევა. ხარს უკლავს, სახლს და ქონებას უნაწილებს. ეუბნება: ”ერთად„ერთად ვიცხოვროთ ძმურადა, მტერს შევუთვალოთ მუქარა”მუქარა“. სიტყვით ჰაოსი ეთანხმება, ფიცს აძლევს : ” ღმერთმა„ღმერთმა ჰქნას ჩვენი ერთობა ბოლომდე იყოს მტკიცეთა”მტკიცეთა“. მაგრამ მერე ქართლოსს ომში იწვევენ. იქ საარაკო საგმირო საქმეებით იხვეჭს სახელს, ჩამოდის და ჰაოსი შინ არ უშვებს. სახლ-კარი და ქონება მიუთვისებია, ქართლოსი სიზმარშიც იტანჯება, მაგრამ ელანდება არა ძმის მუხანათობა, არამედ მტერთან შეხლა და ხმალთა ტრიალი.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართლოსი“-დან