მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|მეტეხი}}
'''მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი''' — სამონასტრო კომპლექსი [[კასპის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[მეტეხი (კასპის მუნიციპალიტეტი)|მეტეხში]]. შედგება ტაძრის, გალავნის, კოშკებისა და სამრეკლოსაგან. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღდგენილია ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები, ორნამენტიანი სამკაულები. [[1968]] წლის სარესტავრაციო სამუშაოების დროს ტაძარი გადაიხურა კრამიტით. [[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
==ტაძარი==
Line 10 ⟶ 11:
 
==კოშკები==
 
გალავანში ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩაშენებულია კოშკები. ერთი სწორკუთხა ყოფილა (მთლიანად დანგრეულია), მეორე ცილინდრულია და ზევით საგრძნობლად ვიწროვდება (დიამეტრი 4,4 მ). კოშკს ჩრდილოეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს.
 
==სამრეკლო==
 
სამრეკლო ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. ნაგებია აგურით. იგი [[XIX საუკუნე]]ში დაუშენებიათ გალავანში ჩართულ ცილინდრულ კოშკზე. [[სამრეკლო]]ს [[გუმბათი]] შიგნიდან ნახევარსფერულია, სახურავი – პირამიდული, კეხზე ლითონის ჯვარი ადგას. სამრეკლო ოთხივე მხარეს თაღოვანი ღიადებითაა გახსნილი. თაღები ნახევარწრიულია და ოთხკუთხა დეკორატიულ ჩარჩოებშია ჩასმული.