კახეთის აჯანყება (1659): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Ani Jgenti-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
დაქსაქსვით მოვშალე
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 7:
კახეთი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თურქმანთა ჩასახლების წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რომელშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაება. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა [[ზაალ არაგვის ერისთავი]]. უშუალო ორგანიზატორები იყვნენ [[ბიძინა ჩოლოყაშვილი]], [[შალვა ქსნის ერისთავი]] და მისი ძმა [[ელიზბარ ქსნის ერისთავი (XVII ს.)|ელიზბარ ერისთვისშვილი]]. აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თუშ-ფშავ-ხევსურებმა [[ზეზვა გაფრინდაული]]ს, [[ნადირა ხოშარაული]]ს, [[გოგოლაური|გოგოლაურის]] მეთაურობით.
 
[[ქართველები]] გაერთიანებული ძალით თავს დაესხნენ ბახტრიონისა და ალავერდის ციხეებს და მთლიანად ამოწყვიტეს იქ გამაგრებული [[თათრები]]. შემდეგ გაანადგურეს კახეთის სხვა ადგილებში მყოფი თათრები. აჯანყებულთა გათიშვისა და დაქსაქსვისგათიშვის შედეგად მტერმა შეძლო აჯანყების შეჩერება, მაგრამ [[შაჰი]] იძულებული გახდა ხელი აეღო თავის გეგმაზე. [[ზაალ არაგვის ერისთავი]] მტრის დავალებით თავისივე ძმისწულებმა მოკლეს, მისი შვილები კი შაჰს გაუგზავნეს. ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და ელიზბარ ერისთვისშვილი შაჰს მიუვიდნენ და პატიება ითხოვეს. შაჰმა ისინი იმ ტომებს გადასცა, რომელთა თანამოძმენი კახელებმა გაჟლიტეს. გმირები წამებით დახოცეს. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. აჯანყების მოთავე მთიელებს ხალხმა მრავალი [[ლექსი]] და [[სიმღერა]] უძღვნა. ამ ამბებისადმია მიძღვნილი [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] „[[ბაში-აჩუკი]]“ და [[ვაჟა-ფშაველა]]ს „[[ბახტრიონი (პოემა)|ბახტრიონი]]“.
 
კახეთის აჯანყების შედეგად კახეთის მოსახლეობა ფიზიკურ გადაშენებას გადაურჩა, მაგრამ სპარსელთა ბატონობის საბოლოოდ მოსპობამოპოვება ვერ მოხერხდა. განთავისუფლებისათვის ბრძოლა ისევ გრძელდებოდა.
 
==ლიტერატურა==