დავით IV აღმაშენებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
M.-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 258:
==== დიდგორის ბრძოლა ====
{{მთავარი|დიდგორის ბრძოლა}}
გაუთავებელმა მარცხმა მაჰმადიანები ძალიან გაამწარა. ისინი კარგად ხედავდნენ, რომ მათ ბატონობას მალე თბილისშიც მოეღებოდა ბოლო და გადაწყვიტეს ერთიანი ძალით კვლავ შეეტიათ საქართველოსათვის. ამისათვის {{ციტატა|ესევითარცა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს სულტანისა წინაშე... და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა.}} სპარსეთში (ისპაჰანში) მჯდომმა სელჩუკთა სულტანმასულთ„ანმა {{ციტატა|მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს სადაყას ძესა და მოსცა ძე თჳსი მალიქი და ყოველი ძალი მისი; და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე არდუხისი... უბრძანა თურქმანობასა, სადაღაცა ვინ იყო, დამასკოჲთ და ჰალაბითგან ამოღმართ ყოველსა მჴედრობად შემძლებელსა, ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხითისა ამირათა.}}
 
მაჰმადიანებმა უზარმაზარ კოალიციურ ლაშქარს მოუყარეს თავი, რომლის რაოდენობაც 300 000-ს აღემატებოდა. დავით აღმაშენებლის სამხედრო ძალის რაოდენობა, სომეხი ისტორიკოსის, [[მათეოს ურჰაეცი]]ს ცნობით, შეადგენდა 40 000 ქართველს, 15 000 ყივჩაყს, 500 ოსსა და 100 ფრანგ (ევროპელ) ჯვაროსანს.{{sfn-2|საქართველოს მეფეები|2007|გვ=127}}