აბრაამისეული რელიგიები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Abraham Dharma.png|thumb|300px|რუკა, აბრაამის რელიგიებისა (ვარდისფერი) და ინდური რელიგიების (ყვითელი) გავრცელება [[პლანეტა]]ზე.]]
'''აბრაამისეული რელიგიები''' - — იმ მონოთეისტური [[რელიგია|რელიგიების]] საერთო სახელწოდება, რომლებიც სათავეს ძველი [[სემიტები|სემიტური]] ტრადიციიდან იღებენ და უკავშირდებიან პატრიარქ [[აბრაამი|აბრაამს]] (მამა, ლიდერი, ივრიტი אַבְרָהָם (ავრაამი) არაბული ابراهيم (იბრაჰიმი)). აბრაამი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ირწმუნა უფალი. მას ეწოდებოდა ყველა მორწმუნის მამა. აბრაამის ყველა რელიგია, ამა თუ იმ ზომით, აღიარებს ძველი აღთქმის წერილებს.
 
აბრაამისეულ რელიგიებს განეკუთვნება:
* [[იუდაიზმი]]
ხაზი 16:
ითვლება, რომ ყველა აბრაამისეული რელიგია წარმოიშვა [[მოსე]]ს კანონებში გადმოცემული ძველებრაული მონოთეისტური რწმენიდან, რომელმაც გავრცელება ჰპოვა [[ქანაანი]]ს, [[იუდეა|იუდეის]] და [[ისრაელი]]ს ძველი სამეფოების ტერიტორიაზე ([[ბაბილონის ტყვეობა]]მდე) დაახლოებით ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში.
 
ჩვ.წ. I საუკუნეში [[ისრაელი]]ს სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა [[ქრისტიანობა]], რომელმაც ბაზად გამოიყენა რადიკალურად რეფორმირებული რელიგიური [[ხუთწიგნეული]]ს მემკვიდრეობა.
 
VII საუკუნეში [[არაბეთი]]ს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა [[ისლამი]], რომელმაც ზოგიერთი ასპექტით გამოიყენა [[იუდაიზმი]]სა და [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] რელიგიური მემკვიდრეობა, თუმცა არ გამხდარა მათი ბუნებრივი განვითარება და გაგრძელება, არამედ ამ სისტემათა შემცვლელად წარმოადგენდა თავის თავს. აღმოსავლეთმცოდნე ლ.ს. ვასილიევი ამტკიცებს, რომ ისლამი სრულად არის ნასესხები უფრო ადრეული იუდაიზმისა და ქრისტიანობისაგან.
 
მუსლიმებს სჯერათ, რომ [[ისლამი]] მომდინარეობს უძველესი საერთო ტრადიციიდან, რომელსაც სათავე აბრაამმა დაუდო. წინასწარმეტყველი [[მუჰამედი]] ამბობდა, რომ ისლამი სხვა არაფერია, თუ არა აბრაამის უწმინდესი რელიგია, რომელიც მოგვიანებით იუდაიზმსა და ქრისტიანობაში დამახინჯდა.
 
== მსგავსება და განსხვავება ==
აბრაამისეული რელიგიების პირველი წერილობითი წყაროა [[თორა]]. თუმცა ის სხვადასხვაგვარად არის ინტერპრეტირებული. [[ძველი აღთქმა|ძველი აღქმის]] ქრისტიანული ტრადიცია პრაქტიკულად მთლიანად შეესაბამება [[თანახი|თანახს]].
 
=== გამოცხადება ===
აბრაამისეულ რელიგიებს, აგრეთვე, უწოდებენ [[გამოცხადება|გამოცხადების]] რელიგიებს. ისინი დაფუძნებულია იმ სწავლებაზე, რომ ღმერთი უცხადებს საკუთარ თავს ადამიანებს და ატყობინებს საკუთარ ნებას, წერილობით უწესებს მათ განსაზღვრული ქცევის ნორმებს.
 
გამოცხადების მიმართ დამოკიდებულებებში ჩანს [[იუდაიზმი|იუდაიზმს]], [[ქრისტიანობა|ქრისტიანობას]] და [[ისლამი|ისლამს]] შორის განსხვავებები.
 
იუდაიზმისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს [[სინას მთა|სინა]]ს გამოცხადება, რომელშიც იქნა გამოხატული შემოქმედის ნება. ეს ნება არ ექვემდებარება არანაირ ცვლილებას და წარმოადგენს უცვლელ ჭეშმარიტებას ანუ დოგმას.
 
ქრისტიანობა გვპირდება ახალ აღქმას, რომელიც დამატებით ავსებს ებრაელი ხალხის მოსმენილ მცნებებს [[სინას მთა]]ზე. „არ იფიქროთ, რომ მე მოვედი სჯულის დასარღვევად ან წინასწარმეტყველების გასაუქმებლად: არა დასარღვევად მოვედი, არამედ აღსასრულებლად.“ ([[მათე]].5:17-18).
 
ისლამი იღებს „წინასწარმეტყველთა შორის უკანასკნელის“ მუჰამედის წინასწარმეტყველებას, როგორც ყველაზე მთავარს – ყველა დანარჩენი წინასწარმეტყველების დასასრულს.
 
=== იესო ქრისტე ===
განსხვავებები არსებობს იესოს პიროვნებასა და სახარების მიმღებლობაშიც. მის ისტორიულობას და ღვთაებრივი წარმოშობის საკითხს აქვს მრავალნაირი ინტერპრეტაცია [[ქრისტიანობა]]ში, [[ისლამი|ისლამსა]] და იუდაიზმში.
 
[[იუდაიზმი]] არ ცნობს [[იესო ქრისტე|იესოს]] როგორც [[მესია]]ს, მით უფრო არ ცნობს მის ღვთაებრივ წარმოშობას, თუმცა იუდაიზმის ზოგიერთი მიმართულება მას აღიარებს წინასწარმეტყველად, ხოლო იუდაიზმის სხვადასხვა მიმართულების მრავალი მოღვაწე – გმირად. შესაბამისად, [[ევანგელე]] ასევე არ ითვლება სიმბოლურ წიგნად. [[ევანგელე]]ს მკითხველები, ხოლო იესოს მესიად მიმღები ხალხი არიან ქრისტიანები.
 
[[ქრისტიანობა]] იესოს აღიარებს განცხადებულ ღმერთად, ღვთის სიტყვად, ღვთის შვილად, ცოდვების გამომსყიდველად, კაცობრიობის გადამრჩენელად. იესო ქრისტე ახალი აღქმის ეკლესიის მეთაურია. [[ევანგელე]] იკითხება, როგორც სიტყვა ღვთისა.
 
[[ისლამი]], თვლის რა ერთ–ერთ უდიდეს წინასწარმეტყველად იესოს, ასევე, ეთანხმება რა [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] ზოგიერთ პუნქტს, თვით [[მარიამი]]ს უხრწნელად შობის ფაქტს, აღიარებს იესო ქრისტეს ([[არაბული|არაბულად]] „ისა“) წმინდანობას და მესიანისტურ მემკვიდრეობას. თუმცა [[ყურანი]]ს თანახმად, უარყოფს ღმერთთან გაიგივების შესაძლებლობას, რომლის თანახმად, იესო არ შეიძლება იყოს ღმერთი და ან მისი თანასწორი.
 
== იხილეთ აგრეთვე ==