ამილახვრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 19:
|სამხედრო ჯილდოები=
}}
'''ამილახვრები''' — [[თავადი|თავადთა]] საგვარეულო [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოში]], მსხვილი სათავადოს, [[საამილახორო|საამილახოროს]] მფლობელები. ახალდაბის ციხე, [[შიომღვიმე|შიომღვიმის]] და [[სამთავისისამთავისის ტაძარი|სამთავისის]] მონასტრები მათ საგვარეულო მფლობელობაში შედიოდა. ჰქონდათ აგრეთვე საგვარეულო სასახლეები, ხელისუფლების ინსიგნიები და ოთხი საომარი [[დროშა|დროშა]], რომელთაგან ერთი — „ამილახვრიანთ საომარი დროშა“ დაცულია [[საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი|საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში]] და, დაახლოებით, [[XV საუკუნე|XV საუკუნით]] თარიღდება. ამილახვრები ფეოდალური ქართლის თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. [[ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული]]ის მიხედვით, სათავადოს უფროსი, ამილახორი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი დიდებული თავადი იყო. მისი შვილები ამილახვრისშვილებად იწოდებოდნენ და, საგავრეულოს სხვა წევრებთან ერთად, მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. სათავადოს უფროსი, ჩვეულებრივ, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორი მოურავიც იყო<ref>გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;</ref>. სხვადასხვა დროს ამილახვრებს ეკავათ [[ეშიკაღასბაში|ეშიკაღასბაშის]], [[ბოქაულთუხუცესი|ბოქაულთუხუცესის]], [[ყორჩიბაში|ყორჩიბაშის]], [[მოლარეთუხუცესი|მოლარეთუხუცესისა]]სა და სხვა თანამდებობები<ref>ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართული მწერლობა, ტ. 8, თბ., 1990</ref><ref>საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი მეოთხე, თბ., 1974.</ref>.
 
== ისტორია ==
=== წარმომავლობა ===
ამილახვარი უძველესი წარჩინებული გვარია ფეოდალურ საქართველოში. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბაგრატიონის]] ცნობით, ამილახვრების გვარის გენეალოგიას უძველეს თავადურ გვართან — [[ზედგენიძეები|ზედგენიძესთან]] (ზევდგინიძეები) მივყავართ<ref>ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართული მწერლობა, ტ. 8, თბ., 1990</ref>. გარდა ამისა, [[იოანე ბატონიშვილი|იოანე ბატონიშვილის]] ცნობით, [[ძვ. წ. 65]] წელს, [[პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში|პომპეუსის ქართლში ლაშქრობისას]], მას თან ახლდა რომაელი მხედარი, რომელმაც ქართლში დარჩენა განიზრახა და მისმა შთამომავლებმა, [[ზედგენიძეები|ზედგნიძეთა]] გვარით მოიპოვეს თავადის ტიტული მე-XI საუკუნეში. ამის შესახები იგი წერს:
{{ციტატა|ამათნი უკვე გვარნი იყვნენ მოსრულნი იტალიიდგან ძველად მხედარნი, რომელთანი ოდეს მოვიდა მხედართა მძღვანი პომპეოს საქართველოსა შინა მხედრობითა თავისითა და დაიპყრო საქართველო წელსა დასაბამიდგან 3939. ესე მხედარნი დაშთნენ ერმანიასა შინა ტრდაც მეფისა თანა და მერე მოვიდნენ საქართველოსა შინა დროსა სუმბატ მეფისასა და დაეშვნენ რომელნიმე ამათ ხალხთაგანი ქართლსა შინა და რამდენიმე ახალციხეს მესხეთსა შინა და ესენი მიიღო სუმბატ მეფემან აზნაურობისა ხარისხითა და უბოძა გვარად ზედგინისძეობა და მამული მისი ბეითლმანი; ხოლო რომელთამ ამათ გვართა წარჩინებულებისა გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგი მეფისასა წელსა ქრისტეს აქე 1150 (გარკვევით არ არის) და იწოდებოდნენ ზედგენიძეთ და შემდგომ ოდეს არამ ზედგენიძემ განარისხა მეფის ალექსანდრეს ძე, გიორგი მეფე ბაგრატოანი, ორგულთა კაცთა სიკუდილისაგან და თვით ზედგენიძე მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთა მისთა გვარად ამილახრობაი და უფროსსა ძესა მისსა მისსცა სპასეტობა, ქართლისა მოურაობა გორისა და ციხე გორისჯვარი და სხვა ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახვრო ადგილებად. ხოლო სასაფლაოდ უბოძა სამთავის ეკლესიისა შინა ადგილი წელსა ქრისტეს აქეთ 1465-სა და მუნდაგან იწოდებიან თავად ამილახვარად შთამომავლობანი მათნი... ხოლო სხვანი რომელნიც იყვნენ გვარნი ამათ ზედგინისძენი, რომელნიმე დაშთნენ აზნაურად ზედგინიძეებად და რომელნიც დაშთნენ მესხეთს, იგინი თუმცა ამილახვრად არ იხსენიებიან გვარით, გარნა არიან თავადნი იმერეთს მესხად წოდებულნი და აზნაურებად ეს სახელივე ახალციხესა შინა არიან ამილახვრის გვარისანი და ხიდირბეგისა შვილებნიცაა თავადნი ამილახვართანნი და რომელთაც მოვიხსენებ თავის ადგილს ვითარებასა მათსა<ref>იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997</ref>.}}
 
=== გვარის წარმოშობა ===
გვარი წარმოსდგა [[ამილახორი|ამილახორის]] სამოხელეო თანამდებობისაგან. ამილახორი [[არაბული ენა|არაბულად]] საჯინიბოს ამირას, [[მეჯინიბეთუხუცესი|მეჯინიბეთუხუცესობას]] ნიშნავდა ([[არაბული ენა|არაბ.]] ამირ ახურ — საჯინიბოს ამირა). ის იყო გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო აპარატის სამხედრო უწყების მოხელე — [[ამირსპასალარი]]ს თანაშემწე, [[სავაზირო]]ს წევრი სათათბიროს ხმით. მისი ხელქვეითი მოხელენი იყვნენ [[მეაბჯრეთუხუცესი|მეაბჯრეთუხუცესი]] და [[მეჯინიბეთუხუცესი|მეჯინიბეთუხუცესი]]. დარბაზობის დროს ამილახორი პატივით [[მეჭურჭლეთუხუცესი|მეჭურჭლეთუხუცესთან]] და [[მსახურთუხუცესი|მსახურთუხუცესთან]] იყო გათანაბრებული<ref> მეტრეველი ვ. ქართულის სამართლის ისტორია, გვ. 103, თბ., 2009.</ref>. ამ მემკვიდრეობითი თანამდებობის სახელწოდებიდან წარმოიშვა ახალი გვარი — ამილახვარი.
 
=== საგვარეულოს დაწინაურება ===
[[File:ამილახვართა ღერბი.jpg|thumb|150პქ|გერბის შუა ნაწილში გამოსახულია, თუ როგორ მოკლეს შეთქმულებმა იოთამ ზედგენიძე.]]
ამილახვრების სათავადოს საფუძველი ჩაეყარა XIV საუკუნის დამდეგს. ამ გვარმა აღზევება დაიწყო [[XIV საუკუნე|XIV საუკუნიდან]], როცა მდინარეების [[რეხი|რეხისა]]სა და [[მეჯუდა|მეჯუდის]] სანაპირო ტერიტორიაზე დამკვიდრდა. გადმოცემის თანახმად, [[იოთამ ზედგენიძე|იოთამ ზედგენიძემ]] შემთხვევით გაიგო, რომ მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. მან შესთავაზა [[გიორგი VIII|გიორგი VIII]]-ს]], რომ იმ ღამეს თავად დაწვებოდა მეფის ლოგინში, ხოლო რომ მოკლავდნენ, არ დავიწყებინა მისი შვილები. მეფემ მიიღო იოთამის რჩევა. შეთქმულებს მეფის ლოგინში მყოფი იოთამ ზედგენიძე მეფე ეგონათ და მოკლეს იგი. გიორგი VIII-მ დამნაშავენი დასაჯა, ხოლო იოთამის უფროს ვაჟს „მიუბოძა ციხენი და მამულნი და სპასპეტობა ქართლისა, მოურავობა გორისა და სასაფლაო სამთავისი და კარისა თვისისა ამილახორობა მსახურებისათს მამისა მისისა“<ref>იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997 წ</ref>. ეს ისტორიული ფაქტი ამილახვრების ერთ-ერთ გერბში ცენტრალურ ალაგზეა განთავსებული, რომელსაც იოთამ ზედგენიძის შთამომავლები ატარებდნენ. XV-XVI საუკუნეებში სათავადოს მფლობელნი ზევდგინიძე-ამილახვრებად იწოდებოდნენ, [[XVII საუკუნე|XVII საუკუნიდან]] კი ამილახვრებად<ref>ქიქოძე მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII სს. (საამილახორო), „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1963, ნაკვ. 35</ref>.
 
== გვარის განშტოებები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამილახვრები“-დან