სსრკ-ჩინეთის განხეთქილება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 33:
[[1977]] წლის ბოლოს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-11 ეროვნულ კონგრესზე ([[1977]] წლის [[12 აგვისტო|12]]-[[18 აგვისტო]]), პოლიტიკურად რეაბილიტირებული [[დენ სიაოპინი]] დაინიშნა შიდა მოდერნიზაციის პროგრამების მართვისთვის. მაო ძედუნზე თავდასხმების თავიდან აცილების მიზნით, დენის პოლიტიკურმა მიდგომამ განაპირობა ჩინეთის ეკონომიკური რეფორმის განხორციელება, მაოს არაეფექტური პოლიტიკის სისტემის შეცვლის გზით.<ref name="Modern Thought 1999. pp.&nbsp;349">''The New Fontana Dictionary of Modern Thought'', Third Edition, Allan Bullock, Stephen Trombley editors. Harper Collins Publishers:London:1999. pp.&nbsp;349–350.</ref><ref name="Political Terms 1983. pp.&nbsp;127">''Dictionary of Political Terms'', Chris Cook, editor. Peter Bedrick Books: New York: 1983. pp.&nbsp;127–128.</ref> [[1980-იანები|1980-იან]] წლებში ჩინეთმა გაატარა [[რეალპოლიტიკა]], მაგალითად, „ფაქტებისგან ჭეშმარიტების ძიება“ და „ჩინური გზა სოციალიზმისკენ“. ამ რეფორმამ შეამცირა სსრკ-ჩინეთის განხეთქილების პოლიტიკური მნიშვნელობა.<ref name="Modern Thought 1999. pp.&nbsp;349"/><ref name="Political Terms 1983. pp.&nbsp;127"/>
 
==სოციალური იმპერიალიზმი და პოლიტიკური დებატების დინამიკა==
 
1977 წელს პეკინში გაზეთ „ჟენმინ ჟიბაოს“ (ჩინ. 人民日报 - სახალხო ყოველდღიური გაზეთი) მიერ გამოქვეყნდა ბროშურა „მდივან მაო ძედუნის თეორია სამ მსოფლიოდ დაყოფაზე“, სადაც საუბარი იყო საბჭოთა „სოციალ-იმპერიალიზმზე“. ბროშურაში ეწერა, რომ საბჭოთა ბიუროკრატიულ-მონოპოლისტურმა დაჯგუფებამ მაღალცენტრალიზებული სოციალისტური სახელმწიფო ეკონომიკა აქცია სახელმწიფო-მონოპოლისტურ კაპიტალისტურ ეკონომიკად, რომელიც უფრო კონცენტრირებულია, ვიდრე სხვა ნებისმიერ იმპერიალისტურ ქვეყანაში, ხოლო პროლეტარიატის დიქტატურის ხელისუფლება — ფაშიზმის დიქტატურის ხელისფულებად. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გაუმარტივა საბჭოთა სოციალ-იმპერიალიზმს მეურნეობის გასამხედროება და მთელი სახელმწიფო მანქანის მილიტარიზაცია.