დიხაზურგის წმინდა ბარბარეს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''დიხაზურგის წმინდა ბარბარეს ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი [[გალის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[დიხაზურგა|დიხაზურგაში]], [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა]], [[საქართველო]]. მდებარეობს აფხაზეთის მთისწინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. [[ენგური]]ს მარჯვენა ნაპირზე. შემორჩენილია ნანგრევების სახით, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა წმ. ბარბარეს ეკლესიას უწოდებდა. ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ქართული წარწერის მიხედვით, ტაძარი აგებულია გრიგოლ გალატოზთუხუცესის მიერ [[XIII საუკუნე]]ში.
'''დიხაზურგის წმინდა ბარბარეს ეკლესია''' — ეკლესია სოფელ [[დიხაზურგა|დიხაზურგაში]], [[გალის მუნიციპალიტეტი]], [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა]], [[საქართველო]].
 
==აღწერა==
ეკლესია აგებულია [[XIII საუკუნე]]ბში.
[[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა]] პერიოდში, [[1952]] წლამდე, დიხაზურგას „დიდი წიფური“ ეწოდებოდა. სოფელი ასეთი სახელწოდებით გვხვდება იტალიელი კათოლიკე მისიონერის [[არქანჯელო ლამბერტი]]ს ისტორიულ თხზულებაში და [[1654]] წლის რუკაზე, რომელზეც აღნიშნულია ეკლესიის არსებობაც. {{ციტატა|წიფურიას მონასტერი აშენებულია ვაკეზე, ენგურის ნაპირად. ეს მონასტერი ახლა ჩვენების ხელშია. აქ არის ორი ეკლესია ერთად შეერთებული, რომელთაგან ერთი ღმრთისმშობლის სახელობაზეა და მეორე წმინდა გიორგისაზე.<ref>არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, თბ., 2014, გვ. 138</ref>}} როგორც ჩანს, წიფურიაში, გვიან შუა სუკუნეებში, ორი ერთმანეთთან გაერთიანებული ეკლესია არსებობდა, რომელიც XVII საუკუნის შუახანებისათვის ოდიშის სამთავროში მოღვაწე კათოლიკე მისიონერების ხელში ყოფილა.
 
[[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში ამ ეკლესიის ნანგრევებში იპოვეს ქვის ორი ფილა, ერთ-ერთზე ამოკვეთილი წარწერით. მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების დავალებით დიხაზურგის ეკლესია და წარწერა ინახულა, იმავე საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრმა, ისტორიკოსმა [[მოსე ჯანაშვილი|მოსე ჯანაშვილმა]], რომლის აღწერით, ტაძარი მდებარეობდა ენგურის მარჯვენა ნაპირზე, აზნაურ მიქაიას სამფლობელოში და აგებული იყო თეთრი კირქვის ფილებით. დიხაზურგის ეკლესია დარბაზული ტიპის სამლოცველოს წარმოადგენდა, რომელიც ადგილობრივი მსხვილი ფეოდალის კარის ეკლესია უნდა ყოფილიყო.
 
==დიხაზურგის ეკლესიის წარწერა==
დიხაზურგის ეკლესიის ნანგრევებში ნაპოვნი ქვებიდან ერთ-ერთზე გამოსახულია ჯვარი, რომლის მარცხენა მხარეს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მკლავებს შორის მთელი ტანით წარმოდგენილია მამაკაცის გამოსახულება. მამაკაცს ხელები ვედრების ნიშნად ჯვრისაკენ აქვს მიმართული. ჯვრის ვერტიკალური მკლავების ზემოთ, მარჯვენა უბეში ამოკვეთილია მხედრული ანბანით შესრულებული წარწერა, რომელშიც დიხაზურგის ტაძრის ხუროთმოძღვარი გრიგოლ გალატოზთუხუცესია დასახელებული. თავიდან წარწერა არასწორად იყო წაკითხული, მაგრამ მოსე ჯანაშვილმა გაასწორა ტექსტის შინაარსი, გამოსცა და დაათარიღა იგი [[X საუკუნე|X]]-[[XI საუკუნე]]ებით. მოსე ჯანაშვილის შემდეგ, გრიგოლ გალატოზთუხუცესის წარწერა დაიკარგა და ხელმეორედ აღმოჩნდა ამჯერად დიხაზურგის სასაფლაოზე. წარწერიანი ფილა [[1992]]-[[1993]] წლების ომამდე ინახებოდა გალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. 1980 წელს წარწერის ტექსტი გამოსცა და XI საუკუნით დაათარიღა [[ვალერი სილოგავა]]მ. პალეოგრაფიულად გრიგოლ გალატოზთუხუცესის წარწერა დასავლეთ საქართველოს ტერიტორაზე, მხედრული ანბანით შესრულებულ წარწერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუშია.
 
ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზით, წარწერის შინაარსიდან ჩანს, რომ [[XI საუკუნე]]ში, დიხაზურგის ეკლესია საქართველოს სამეფო კარის უხუცესთა ინსტიტუტის წარმომადგენელმა, სამეფო ხუროთმოძღვარმა გროგოლ გალატოზთუხუცესმა ააგო. დიხაზურგის ტაძრის თავდაპირველი მშენებლობა XI საუკუნით უნდა დათარიღდეს.
 
ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია [[რუსეთი]]ს მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
 
==ლიტერატურა==
*''Джанашвили М.,'' От Ново-Сенака до села Дихазурга, ИКОИМАО, вып. II Тиф. 1907
*ქართული წარწერების კორპუსი, ტ. II. ლაპიდარული წარწერები, დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. I (IX-X სს.) შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვალერი სილოგავამ, თბ., 1980
*''Ахаладзе Л. В.,'' Эпиграфичекие памятники Абхазии. Разыскания по истории Абхазии/Грузия, Тб., 1999
*''სილოგავა ვ.,'' სამეგრელო აფხაზეთის ეპიგრაფიკა, თბ., 2004
*''ახალაძე ლ.,'' აფხაზეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, ლაპიდარული წარწერები I. თბ, 2005
*''ახალაძე ლ.,'' აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები, აფხაზეთის ისტორის საკითხები, თბ., 2018
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://maps.nekeri.net/afxazeti/ka/დიხაზურგის-წმ-ბარბარე/ დიხაზურგის წმინდა ბარბარეს ეკლესია]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:გალის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]