ბელოთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 35:
 
== ეტიმოლოგია ==
ბელოთის მთის ქვემოთ არის ნასოფლარი ბოლოთანი, სადაც ბოლოთაშვილები ცხოვრობდნენ. აქედანაა წარმოშობილი სოფლის დღევანდელი სახელწოდება. ადგილობრივების თქმით, არსებობს სხვა მოსაზრებაც: ტოპონიმი სიტყვა ბელი-დან წარმოიშვაო (ბელ-ეთ-ი – ბელ-ოთ-ი მიუთითებს ბელების, [[დათვი|დათვების]] სიმრავლეზე). სოფელი გარშემორტყმულია ტყეებით, სადაც უამრავი გარეული ნადირია და ეს მოსაზრებაც არაა უსაფუძვლო.<ref name=":020">{{სტატია|სათაური=პატარა ლიახვის ხეობა|გამოცემა=ლიახვის ხეობა|სახეობა=ჟურნ.|წელი=დეკემბერი, 2020|ნომერი=9|გვერდები=29–30|ადგილი=თბ.|გამომცემლობა=„კოლორი“}}</ref>
 
==გეოგრაფია==
ხაზი 41:
 
==ისტორია==
ბელოთი ჯერ [[ქსნის საერისთავო|ქსნის ერისთავის]], ხოლო შემდეგ საუფლისწულო რეზიდენცია იყო. [[იულონ ბატონიშვილი|იულონ ბატონიშვილმა]] აქ სასახლე ააგო და მის გარშემო ბაღიც გააშენა. ამ ბაღის მსხვილი ჯიშის [[კაკალი]] ხეობაში დღემდეა ცნობილი. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნეში]] [[რუსეთის იმპერია|რუსებს]] აქ [[არტილერია|საარტილერიო]] დანადგარები განულაგებიათ. სოფლის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ მასზე გადიოდა [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ]] და [[დასავლეთი საქართველო|დასავლეთ საქართველოს]] დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. [[კახეთი|კახეთიდან]] გამომგზავრებული ცნობილი მოგზაური [[იოჰან გიულდენშტედტი]] ბელოთისა და [[ვანათი (ერედვის მუნიციპალიტეტი)|ვანათის]] გავლით გადავიდა [[სამაჩაბლო|სამაჩაბლოში]], იქიდან კი [[იმერეთი|იმერეთში]]. [[პატარა ლიახვი|პატარა ლიახვის]] ხეობა მრავალგზის ყოფილა [[მონღოლთა იმპერია|მონღოლ]]-[[სპარსეთის იმპერია|სპარს]]-[[ლეკიანობა|ლეკთა]] თავდასხმის ობიექტი. [[ერეკლე II|მეფე ერეკლე]] და მისი ვაჟები აქტიურად იცავდნენ ხეობის სოფლებს. ერთ-ერთ წერილში [[დარეჯან დედოფალი]] იულონ ბატონიშვილს ურჩევდა, რომ ბელოთიდან აყრილიყო ცოლ-შვილით და [[გორი|გორში]] გადასულიყო.<ref name=":0">{{სტატია|სათაური=პატარა ლიახვის ხეობა|გამოცემა=ლიახვის ხეობა|სახეობა=ჟურნ.|წელი=დეკემბერი, 2020|ნომერი=9|გვერდები=29|ადგილი=თბ.|გამომცემლობა=„კოლორი“}}</ref>
 
ცნობილია, რომ [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] ბოლოს აქ [[ყიზილბაშები|ყიზილბაშების]] ერთ-ერთი ლაშქრობისას ქართველებმა მტერი ხეობის სიღრმეში შეიტყუეს. მათი სარდალი სეფე-ხანი ნაადრევად ზეიმობდა გამარჯვებას. [[შანშე ქსნის ერისთავი]] თავისი ჯარით [[ფოტნისა|ფოტნისას]] თავზე ყოფილა გამაგრებული. თავს დაესხნენ და სპარსელები სულ გაწყვიტეს, გადარჩენილნი მდინარის ნაპირებს ქვევით დაუყვნენ, რა დროსაც ბელოთელები დასხმიან ყიზილბაშებს, ვანათამდე უდევნიათ და ერთიანად გაუნადგურებიათ. ხალხის გადმოცემით, ყიზილბაშების გვამებს ვანათთან პატარა ლიახვი დაუგუბებია.<ref name=":0" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბელოთი“-დან