ბელოთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32:
|კატეგორია ვიკისაწყობში =
}}
'''ბელოთი'''<ref>{{სგსოლ|24|სსრ}}</ref><ref>{{სგსოლ|34}}</ref> — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[ერედვის მუნიციპალიტეტი|ერედვის მუნიციპალიტეტში]], ბელოთის თემის ცენტრი (ბელოთი, [[ალბირი]], [[აწრისხევი]], [[ბისოითა]], [[გოზო]], [[ელტურა]], [[ზემო ზონკარი]], [[ინაური]], [[დაცაური]], [[მალძიგათა]], [[ქვემო ზონკარი]], [[ქნოღო]], [[შამბიეთი]], [[შულაური]], [[ხადურიანთკარი]], [[ხოშური]]).
 
==გეოგრაფია==
ხაზი 40:
1921 წლისთვის სოფლის მოსახლეობას შეადგენდნენ ეთნიკურად [[ქართველები]]. ბელოთის თემის 31 სოფელი 1921 წლიდან მიეწერა სამხრეთ ოსეთის რევკომს. 1922-1990 წლებში შედიოდა [[ცხინვალის რაიონი|ცხინვალის რაიონში]] და იყო სასოფლო საბჭოს ცენტრი (სოფლები: [[ალბირი]], [[აწრისხევი]], [[ბისოითა]], [[გოზო]], [[ელტურა]], [[ზემო ზონკარი]], [[ინაური]], [[ლაცაური]], [[მალძიგათა]], [[ქვემო ზონკარი]], [[ქნოღო (გორის მუნიციპალიტეტი)|ქნოღო]], [[შამბიეთი]], [[შულაური]], [[ხადურიანთკარი]], [[ხოშური]]). [[2006]] წლამდე შედიოდა [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის მუნიციპალიტეტში]]. [[2008]] წლიდან ოკუპირებულია [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციის]] მიერ<ref name="ოკუპაცია">[https://matsne.gov.ge/ka/document/view/19132?publication=7 საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ]</ref>, ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული [[სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა]], რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება ({{lang-os|Белот}}).
 
== მოსახლეობა ==
==დემოგრაფია==
1865 წლის მონაცემებით, ამ სოფლის მოსახლეობა 63 კომლს ითვლიდა. აგვისტოს ომამდე აქ ცხოვრობდნენ დემეტრაშვილები, ჩიფჩიურები, ტერაშვილები, არჩუაძეები,
ფისაძეები, წიქარიძეები.
 
[[მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა 1989|1989 წლის აღწერით]] სოფელში ფიქსირდებოდა 157 მცხოვრები.
 
== ღირსშესანიშნაობები ==
სოფელში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რვა საყდარ-ეკლესია და ორი მნიშვნელოვანი ციხე-გალავანია აგებული. აქ არის ცნობილი სამონასტრო კომპლექსი — [[ბელოთის ციხე|ციხესიმაგრე]] (XVIIIს.), [[ბელოთის ციხის ეკლესია|მაცხოვრის X საუკუნის ეკლესია]], სამრეკლო (XIX ს.). ციხე-გალავნის კუთხეებში სათვალთვალო კოშკებია. სამონასტრო კომპლექსში შედიოდა ასევე სასახლე და საცხოვრებელი სახლი. ციხის კედლები დაახლოებით ათი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ფოხალას მთაზე დგას [[ფოხალას ციხე]] (XVII ს.). იგი მოხსენებულია იასე ბარათაშვილის „ცხოვრება-ანდერძში“ 1777 წლის ქსნის ერისთავთა აჯანყებასთან დაკავშირებით. ციხის სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია. მის გალავანშია მოქცეული წმინდა მარინეს სახელობის პატარა ეკლესია და სამი სათვალთვალო კოშკი (ამჟამად დანგრეული). სოფლიდან ორ კილომეტრში, მთაზე [[ბელოთის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევი|ღვთისმშობლის დაუდგენელი თარიღის ეკლესიაა]]. აქვეა ლომისის წმინდა გიორგის, ქაშუეთის (შუა საუკუნეები) და კვირაცხოვლის ეკლესიები. ბელოთის ჩრდილოეთით, სოფლიდან ოთხ კილომეტრში მოზრდილი ეკლესიის ნანგრევებია, რომლის სახელწოდება უცნობია.
ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია [[ბელოთის ციხე|ფეოდალური ხანის ციხე-გალავანი]], [[ბელოთის ციხის ეკლესია]], [[ბელოთის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევი]].
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბელოთი“-დან