ანრი IV (საფრანგეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
109.238.228.182-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Rezo1515-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 32:
როგორც [[ჰუგენოტი]], ანრი 1589 წელს საფრანგეთის ტახტზე ასვლამდე რელიგიურ ომებში იყო ჩართული. 1598 წელს მის წყალობით დადებული [[ნანტის ედიქტი]] პროტესტანტების რელიგიის თავისუფლების გარანტი გახდა, რამაც საფრანგეთში სამოქალაქო ომს მოუღო ბოლო. გამეფების შემდეგ მან რწმენა [[კალვინიზმი]]დან [[კათოლიციზმი|კათოლიკობაზე]] შეიცვალა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფრანგეთის მეფე, როგორც მისი მმართველობის პერიოდში, ასევე შემდეგაც, ანრი მის მიმართ დაქვემდებარებული სუბიექტების კეთილდღეობაზე ზრუნავდა და იმ დროისთვის უჩვეულო რელიგიურ ტოლერანტობას იჩენდა. მეტსახელად „ანრი დიდს“ საფრანგეთში ხანდახან „კეთილ მეფე ანრის“ (le bon roi Henri) ან „მწვანე გალანტს“ (le Vert galant) უწოდებენ (მუდმივი მექალთანეობის გამო). მისი სახელი დაერქვა ასევე [[ანრი IV (სტილი)|ანრი IV-ს სტილის]] არქიტექტურას, რომელსაც ის პატრონობას უწევდა. პარიზის მრავალი ღირსშესანიშნაობა ანრი IV-ის აგებულია, მათ შორის [[ახალი ხიდი (პარიზი)|ახალი ხიდი]] (Pont Neuf), [[ვოგეზთა სასახლე]] და [[ლუვრი]]ს დიდი გალერეა. ის მოკლა ფანატიკოსმა კათოლიკე ფრანსუა რავაიაკმა.
 
== წარმომავლობა (1553-1572) ==
 
ანრი ბურბონი, საფრანგეთის [[ბურბონი (დინასტია)|ბურბონების]] დინასტიის პირველი მეფე, დაიბადა ქალაქ [[პო (ქალაქი)|პოში]] [[1553]] წელს. მისი მშობლები იყვნენ [[ანტუან ბურბონი|ანტუან დე ბურბონი]] ([[1518]]—[[1562]]) ჰერცოგი ბურბონი და [[ჟანა დ'ალბრე]] ([[1529]]—[[1572]]) [[ნავარა]]ს დედოფალი. ანტუან ბურბონი იყო [[ლუი IX (საფრანგეთი)|წმინდა ლუის]] უმცროსი ვაჟის, რობერ კლერმონის ჩამომავალი.
ხაზი 38:
ანრის მშობლები [[კალვინიზმი|კალვინისტები]] იყვნენ, მაგრამ [[ანტუან ბურბონი|ანტუან ბურბონმა]] უღალატა კალვინიზმს, როგორც კი სამეფო სამსახური დაიწყო. მაშინ პატარა ანრისაც მოუწია სარწმუნოების შეცვლა, მაგრამ იგი მამის სიკვდილის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა კალვინიზმს. ეს საფრანგეთის რელიგიური ომების ეპოქა იყო.
 
[[1570]] წელს [[სენ-ჟერმენი|სენ-ჟერმენში]] ზავის დადების შემდეგ, [[ეკატერინე მედიჩი]]მ დაიწყო 19 წლის ანრი ბურბონის და მეფის დის, [[მარგარიტა ვალუა]]ს ქორწინებაზე მოლაპარაკება. ამ ქორწინებას უნდა შეერიგებინა [[კათოლიციზმი|კათოლიკური]] და პროტესტანტული პარტიები.
 
== ანრი ბურბონი — ნავარას მეფე (1572-1589) ==
 
[[1572]] წელს, როდესაც ანრის ქორწილი უკვე გადაწყვეტილი საქმე იყო, 44 წლის [[ჟანა დ'ალბრე]] [[პარიზი|პარიზში]] ჩავიდა უკანასკნელი მოლაპარაკებებისთვის, სადაც იგი [[ეკატერინე მედიჩი]]მ მოწამლული ხელთათმანების მეშვეობით მოკლა.
 
ეს ამბავი ანრი ნავარელმა გზაში შეიტყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქორწილი არ გადადეს. [[1572]] წლის [[აგვისტო]]ში ეს ქორწინება შედგა, მაგრამ ამ ქორწინებამ ვერ გაამართლა მასზე დამყარებული იმედები.
ხაზი 48:
ქორწილიდან 6 დღის შემდეგ კათოლიკები ვერაგულად თავს გაესხნენ პარიზში შეკრებილ [[ჰუგენოტები|ჰუგენოტებს]]. ეს ღამე ისტორიაში „[[წმინდა ბართლომეს ღამე|წმინდა ბართლომეს ღამის“]] სახელით შევიდა. ანრი ბურბონის გარემოცვიდან უმეტესობა მოკლეს, თვითონ კი იძულებული გახდა კათოლიკობა მიეღო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის [[ლუვრი|ლუვრში]] დატყვევებული აღმოჩნდა.
 
მისი პარიზში ტყვეობა ოთხი წელი გაგრძელდა, ბოლოს კი,[[1576]] წელს 23 წლის ანრიმ ნადირობა მოიმიზეზა და მცირე ამალით ანჟუში გაიქცა, მან უარყო კათოლიკობა,კვლავ [[კალვინიზმი]] მიიღო და ფრანგ პროტესტანტებს ჩაუდგა სათავეში.
 
[[ანრი III (საფრანგეთი)|ანრი III]]-ს ძმასთან 21 წლის ფრანცისკთან ერთად, მან მეფე ანრი III-ს წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო, რაც ხელსაყრელი მშვიდობით დასრულდა.
 
ანრის მეუღლე მარგარიტა კიდევ ორი წელი ქმრის გარეშე ცხოვრობდა პარიზში.მათ ერთმანეთი არასდროს არ ყვარებიათ და განშორების დროს ორივე წარმატებით პოულობდა ნუგეშს მრავალრიცხოვან საყვარლებში. [[1578]] წელს ეკატერინე მედიჩიმ ჩამოიყვანა 25 წლის მარგარიტა გასკონში და წელიწადზე მეტი გაატარა სიძესთან. ამ პერიოდში ნავარის და საფრანგეთის კარებს შორის თითქოს სრული შერიგება მოხდა.
 
[[1580]] წელს 27 წლის მარგარიტა კვლავ დაბრუნდა პარიზში, ანრის კი 29 წლის ასაკში [[1582]] წელს ახალი შეყვარებული გამოუჩნდა, დიანა დ'ანდუენი, რომელიც სილამაზით, ჭკუით და მამაცობით გამოირჩეოდა, ანრის კარზე იგი დედოფლის როლს ასრულებდა, და ანრი მასზე დაქორწინებასაც ფიქრობდა, მაგრამ [[1589]] წელს ამ სიყვარულმა მას 36 წლის ასაკში გადაუარა.
 
ამ პერიოდში სამოქალაქო ომმა პიკს მიაღწია. კათოლიკები გაერთიანდნენ ლიგასი, რომელსაც [[ანრი I დე გიზი|ანრი გიზი]] ხელმძღვანელობდა და რელიგიური ბრძოლის საბაბით, ინტრიგებით ცდილობდნენ 37 წლის ანრი III-ს ტახტიდან გადმოგდებას. [[1588]] წელს ანრი III გაიქცა პარიზიდან შარტრში, იმავე წლის [[ნოემბერი|ნოემბერში]] მან მოაკვლევინა 38 წლის ანრი გიზი, ლიგას სათავეში ანრი გიზის უმცროსი ძმა ჩაუდგა. ამის შემდეგ 38 წლის ანრი III-ს მდგომარეობა კიდევ გაუარესდა. მან დახმარება 36 წლის ანრი ბურბონს სთხოვა და რადგან მას საკუთარი შვილები არ ჰყავდა, [[1589]] წელს ბურბონი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. ორივე ანრი გააერთიანებული ჯარებით მიადგა პარიზს. [[1 აგვისტო]]ს კი ფანატიკოსმა [[ჟაკ კლემანი|ჟაკ კლემანმა]] ხანჯლით მოკლა მეფე.
 
== საფრანგეთში გამეფება (1589-1610) ==
[[ფაილი:Death-of-Henry4.jpg|მინი|ანრი IV-ის მკვლელობა]]
[[ანრი III (საფრანგეთი)|ანრი III]]-ს მკვლელობის შემდეგ [[ჰუგენოტები|ჰუგენოტებმა]] ბურბონი მაშინვე სცნეს [[საფრანგეთი]]ს მეფედ, ხოლო კათოლიკებმა ჯერ რწმენის შეცვლა მოსთხოვეს. აჯანყებულ [[პარიზი|პარიზს]] ამასობაში მაიენის ჰერცოგი (ანრი გიზის უმცროსი ძმა) მართავდა.
ხაზი 66:
ანრი საღი გონებით, შორსმჭვრეტელობით, გონებამახვილობითა და ბრძოლის ველზე სიმამაცით გამოირჩეოდა. ჰუგენოტებიც და კათოლიკეებიც მასში ხედავდნენ ადამიანს, ვინც შეძლებდა სამოქალაქო ომის დასრულებას და ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას.
 
[[1590]] წლის გაზაფხულზე 37 წლის ანრიმ [[ივრის ბრძოლა]]ში სასტიკად დაამარცხა [[მაიენი]]ს ჰერცოგი, ეს უკანასკნელი ამალის გარეშე გაიქცა და [[მანტი|მანტს]] შეაფარა თავი. ამის შემდეგ ჰერცოგს აღარ ჰქონდა პარიზში დაბრუნების საშუალება. ანრიმ ისევ სცადა პარიზის დაკავება, მაგრამ კათოლიკეებს [[ესპანეთი]]ს მეფემ, 63 წლის [[ფელიპე II (ესპანეთი)|ფელიპე II]]-მ უშველა, მან პარმის ჰერცოგის მეთაურობით [[ნიდერლანდები|ნიდერლადებიდან]] არმია დაუპირისპირა ანრის. ანრიმ კი [[ინგლისი]]ს დედოფლისგან 57 წლის [[ელისაბედ I (ინგლისი)|ელისაბედისგან]] მიიღო დიდძალი ფულადი დახმარება, რითაც შეძლო ჯარის შეკრება და მანტის, შარტრის და ნიონის დაკავება. მანტში მან თავისი ახალი შეყვარებული 17 წლის გაბრიელაგაბრიელ დ'ესტრეეტრე გაიცნო.
 
[[1592]] წელს 39 წლის ანრიმ კათოლიკების ერთ-ერთი მთავარი ქალაქის, [[რუანი]]ს აღება სცადა, მაგრამ აქაც ესპანელებმა შეუშალეს ხელი. [[1593]] წელს მაიენის ჰერცოგმა პარიზში [[გენერალური შტატები]] მოიწვია ახალი კათოლიკე მეფის ასარჩევად. საქმეს ართულებდა ეს ფაქტი: უკანასკნელი მეფის ყველაზე ახლო ცოცხალი ნათესავი იყო ფელიპე II-ს ქალიშვილი, ხოლო ფრანგული კანონით ქალს ტახტზე ასვლის ნება არ ჰქონდა. [[23 ივლისი|23 ივლისს]] ანრიმ კათოლიკობა მიიღო. თავისი მომხრეების კრიტიკას მან განთქმული ფრაზით უპასუხა: "პარიზი ღირს მესად".
 
[[25 ივლისი|25 ივლისს]] ანრი დაესწრო კათოლიკურ წირვას [[სენ-დენის ტაძარი|სენ-დენის ტაძარში]], ეს უმალვე ცნობილი გახდა პარიზში და პარიზელები გაეშურნენ სენ-დენიში ახალი მეფის მისასალმებლად. [[1594]] წელს იგი [[შარტრის საკათედრო ტაძარი|შარტრში]] ძველი ტრადიციის თანახმად 41 წლის ასაკში აკურთხეს მეფედ და იმავე წლის [[22 მარტი|22 მარტს]] იგი უბრძოლველად შევიდა პარიზში. ანრიმ საფრანგეთი ნაწილ-ნაწილ გააერთიანა, ზოგი ქალაქი და პროვინცია "იყიდა", ხოლო სადაც ფულმა და დათმობამ არ გაჭრა, იქ იარაღი გამოიყენა.
 
მიუხედავად ამისა, 70 წლის ესპანეთის მეფე არ ცნობდა ანრის საფრანგეთის მეფედ და აგრძელებდა ომს. [[1597]] წელს ესპანელები ამენამდე მოვიდნე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ არ ჰქონდათ 44 წლის ანრის ტახტიდან ჩამოგდების არანაირი შანსი. [[1598]] წელს კი 75 წლის ესპანეთის მეფე დათანხმდა მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულება.
 
რელიგიური ომები დასრულდა [[ნანტის ედიქტი]]ს ხელმოწერით [[1598]] წელს, მართალია პროტესტანტული ეკლესია კათოლიკურს ვერ გაუთანაბრდა, მაგრამ ჰუგენოტებმა მნიშვნელოვანი უფლებები მაინც მიიღეს.
 
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაბრიელა დ'ესტრეეტრე იყო ანრის ფავორიტი. [[1594]] წელს მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც კეისარი დაარქვეს. ანრიმ ის კანონიერად სცნო და დაიწყო 41 წლის მარგარიტა ვალუასთან განქორწინების პროცესი. მათ კიდევ ორი შვილი ეყოლათ, მაგრამ გაბრიელამ მეფის განქორწინებამდე ვერ იცოცხლა, ის [[1599]] წელს 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.
 
გაბრიელას სიკვდილიდან შვიდ თვეში მან მიიღო განქორწინება და [[1600]] წლის [[დეკემბერი|დეკემბერში]] ცოლად 25 წლის [[მარია მედიჩი]] მოიყვანა. ამავე დროს მას ახალი ფავორიტი გამოუჩნდა, ანრიეტა დ'ანტრაგი. [[1601]] წელს ორივე ქალს ვაჟი შეეძინა. ანრიეტას და 48 წლის ანრის სასიყვარულო კავშირი იმანაც არ დაარღვია, რომ [[1604]] წელს ანრიეტას მამა აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანრიეტა გამოირჩეოდა დაუოკებელი პატივმოყვარეობით. ამან მეფეს და დედოფალს შორის ურთიერთობა უაღრესად გაამწვავა. მათი კავშირი მხოლოდ [[1609]] წელს დასრულდა, როდესაც 56 წლის ანრი კონეტაბლის 14 წლის ქალიშვილით მოიხიბლა.
 
ამავე წელს ანრიმ ავსტრიასთან საომრად აქტიური მზადება დაიწყო, მაგრამ [[1610]] წელს მეფე არსენალში მიდიოდა ახალი იარაღის სანახავად. ძალიან ცხელი დღე იყო, ეტლი გზაში შეყოვნდა, ამ დროს კი ბორბალზე ვიღაც ამოძვრა და დანა გაუყარა 57 წლის ანრის. სიკვდილი წამიერი იყო. მკვლელი კათოლიკე ფანატიკოსი [[ფრანსუა რავაიაკი|რავაიაკი]] აღმოჩნდა.
 
== გენეალოგია ==