ფრანსუა ნავარელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
ფრანსუა დაიბადა 1467 წლის 4 დეკემბერს ბეარნში. იგი იყო ვიანის პრინც გასტონ დე ფუასა და მისი ცოლის, პრინცესა [[მადლენ დე ვალუა|მადლენ დე ვალუას]] ვაჟი. მამის მხრიდან პაპა-ბებიად ნავარის დედოფალი ლეონორ I და ფუას გრაფი გასტონ IV, ხოლო დედის მხრიდან საფრანგეთის მეფე [[შარლ VII]] და დედოფალი [[მარია ანჟუელი]] ერგებოდნენ. აღსანიშნავია, რომ გასტონზე ქორწინებამდე, ფრანსუას დედა უნგრეთის მეფე ვლადისლავ I-ზე იყო დანიშნული.
 
1470 წელს 2 წლის ფრანსუას მამა გარდაიცვალა, რის გამოც იგი ვიანის პრინცი, ანუ ნავარის ტახტის რიგით პირველი მემკვიდრე ხდება. 1472 წელს, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ 4 წლის ასაკში იგი ბეარნის ვიკონტი და ფუას გრაფი ხდება. 1479 წელს კი ბებიის, დედოფალ ლეონორის გარდაცვალებით იგი11 წლის ასაკში ნავარის მეფედ გვევლინება.
 
მეფე ფრანსუას მცირეწლოვანების გამო, ნავარის რეგენტად დედა-დედოფალი მადლენ დე ვალუა დაინიშნა. ამის გამო, ნავარა ფაქტობრივად ფრანგების გავლენის ქვეშ მოექცა, რადგან მადლენი ყველაფერს თავისი ძმის, [[ლუი XI]]-ის მითითებით აკეთებდა. ცხადია ეს დიდად არ მოსწონდათ მეზობელი კასტილიის დედოფალ [[ისაბელ I კასტილიელი|ისაბელ I]]-სა და არაგონის მეფე [[ფერდინანდ II]]-ს (რომლებიც ცოლ-ქმარნი იყვნენ). სულ მალე „კათოლიკობის დამცველი“ ცოლ-ქმრის ჯარები ნავარაში შეიჭრა და აგრამონტის, ბემონტისა და ვიანის რეგიონები დაიკავეს.
 
სწორედ ესპანელთა შემოსევისას, როდესაც დედოფალი მადლენი ფრანგების დახმარებას ელოდა, სრულიად მოულოდნელად, 1483 წლის 7 იანვარს ფრანსუა 15 წლის ასაკში მემკვიდრის გარეშე დაიღუპა. იგი ტენისსჩოგბურთს დამაშობდა თამაშობდა, შესვენებისას კი წყლით მოწამლეს. ამის გამო, ნავარის ტახტზე ფრანსუას და, [[კატალინა ნავარელი|კატალინა]] ავიდა, რომელმაც პრო-ფრანგული პოლიტიკის გატარება განაგრძო, რასაც 1512 წელს ესპანელების მიერ მთელი ნავარის დაპყრობით დაგვირგვინდა.
 
== ლიტერატურა ==