იაპონური დამწერლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 23:
[[სურათი:RIKEN VITAMIN.png|thumb|right|1945 წლამდე იაპონურად ჰორიზონტალურად (უმეტესწილად მარცხნივსვლით) წერდნენ. მოცემულ სარეკლამო პლაკატზე, რომელიც 1938 წელსაა გაკეთებული, ზემოთ პროდუქტის დასახელება მარცხნივსვლით '''ンミタィヴ研理''' [ნ მი ტა ვი კენ რი] დაუწერიათ, იქვე გამოსახულ ბოთლზე კი მარჯვნივსვლით დაწერილს ვხედავთ იმავე სახელს '''理研ヴィタミン''' [რი კენ ვი ტა მი ნ].]]
კანჯი ('''漢字''') გამოსახავენ [[ჩინური დამწერლობა|ჰანის ნიშნებს]]. '''ჰანი''' ასევე [[ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა|ჩინეთისა]] და [[ჰან–ჩინელების|ჩინელების]] [[სინონიმია|სინონიმი]]ა.
 
ეს დამწერლობა ჩინური ნიშნების ფორმით VI საუკუნიდან [[კორეა|კორეის]] გავლით შემოვიდა და დამკვიდრდა [[იაპონია|იაპონიაში]]. თავდაპირველად [[იაპონური ენა|იაპონურ ენაზე]] სუფთა [[ჩინური ენა|ჩინურად]] წერდნენ, რომელსაც [[კანბუნი]] დაერქვა. '''კანბუნი''' არის სტილი, რომელიც სახელდახელოდ, დახმარების მოშველიებით IX საუკუნის [[სეცუვა]]ს ლიტერატურიდან მოყოლებული მე–2 მსოფლიო ომის ბოლომდე გამოიყენებოდა მოდიფიცირებული ფორმით ოფიციალური დოკუმენტაციის საწარმოებლად.
 
კანჯის ნიშნებს (კანასაგან განსხვავებით) თავისი დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვთ და მათ [[ლოგოგრამა|ლოგოგრამებსაც]] უწოდებენ, რომლებიც თავის მხრივ [[პიქტოგრამა|პიქტოგრამებად]], [[იდეოგრამა|იდეოგრამებად]] და [[ფონოგრამა|ფონოგრამებად]] დაიყოფა. ამავე დროს ბევრი კანჯი რამდენიმე (ხშირად ორი) შემცირებული ნიშნისაგანაა შედგენილი.