Symbian OS: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 43:
}}
 
'''Symbian''' — [[ოპერაციული სისტემა]] მობილური ტელეფონებისთვის და პორტატიული ციფრული მოწყობილობებისთვის, შექმნილი Symbian Ltd–სLtd-ს მიერ.
 
მობილური ტელეფონებისთვის არსებობს შემდეგი ოპერაციული სისტემები:
ხაზი 68:
* S90
* UIQ
მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში და საქართველოშიც ყველა გავრცელებული სერია S60–იაS60-ია.
 
S60-ზე მომუშავე სმარტფონები ხასიათდებიან მობილური აპარატებისთვის დამახასიათებელი ფორმ-ფაქტორებითა და ძირითად შემთხვევაში QVGA (240X320) გაფართოების ეკრანით. სწორედ ეს პლათფორმა არის ყველაზე მეტად გავრცელებული Symbian OS მოწყობილობებში (Lenovo P930, Nokia N71, Nokia N80, Nokia E61, Nokia E70, Nokia E60, Nokia 3250, Nokia N91, Nokia N70, Nokia N90, Nokia 6682, Nokia 6681, Nokia 6680, Nokia 3230, Nokia 6670, Nokia 6630, Nokia 6260, Nokia N-Gage QD, Nokia 7610, Nokia 6620, Nokia 3660, Nokia 3620, Nokia 6600, Nokia 3600, Nokia N-Gage, Nokia 3650, Nokia 7650, Panasonic X800, Panasonic X700, Samsung SGH-D730, Samsung SGH - D720, Samsung SGH – D710, Samsung SGH – D700, Siemens SX1 nokia 5320 Xpress music. nokia 5630 XpressMusic, n95, n95 8GB.n78,n81,n81 8GB).
 
Series 80-ის ქვეშ მომუშავე კომუნიკატორები აღჭურვილნი არიან QWERTY კლავიატურით, ინტეგრირებული “თაგვით”„თაგვით“ ნავიგაციისთვის, 2 ეკრანიანი, NoteBook-ის მსგავსი, გასახსნელი კორპუსით და დიდი მოცულობის შიდა მეხსიერებით (Nokia 9210/9210i, Nokia 9290, Nokia 9500, Nokia 9300/9300i).
 
Series 90 არც თუ ისე წარმატებული პლათფორმაა. მასზე მხოლოდ ორი აპარატი Nokia 7700 და Nokia 7710-ია გამოშვებული. წარუმატებლობის გამო 7700 მოხსნილია წარმოებიდან და 7710 განახლებული ვერსიით კვლავ გამოდის. ორივე მულტიმედია ტელეფონი სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი, გააჩნიათ ვირტუალური QWERTY კლავიატურა და დიდი შიდა მეხსირება. შესაძლებელია მწარმოებელმა აღნიშნული სერია არაპერსპექტიულობის გამო დახუროს. ყოველ შემთხვევაში S90-ზე მომუშავე აპარატების გამოსვლა უახლოეს მომავალში არ არის ანონსირებული.
 
UIQ –ს-ს ლიდერად SonyEricsson (P800, P900, P910, P990) და Motorola (Motorola A920/A925, Motorola A1000) გვევლინება. ამ ინტერფისისთვის დამახასიათებელია სენსორული, 240X320 გაფართოების მქონე ეკრანი და ზოგ შემთხვევაში QWERTY კლავიატურა. ოპერაცილი სისტემის ამ ნაწილში აგრეთვე, საკმაოდ მყარი პოზიციები უკავია BenQ-ს P30 და P31-ით. ერთადერთი Nokia-ს UIQ აპარატი არის 6708, ჩვეულებრივი კლავიატურითა და სენსორული ეკრანით, რომელიც რეალურად Nokia-ს ბრანდით გამოშვებული BenQ-ს P30-ია.
 
== ვერსიები ==
ხაზი 106:
მულტიმედია პროგრამების სიუხვე აშკარად შესამჩნევია S60-ების მომხმარებელთათვის და მასში იგულისხმება ფოტო-ვიდეო-აუდიო გადამღებები, ჩამწერები, რედაქტორები; აუდიო და ვიდეო დამკვრელები. ფოტო გადამღებები (Zensis PhotoRite, Photographer, CameraFX, Scalado PhotoTwister) მნიშვნელოვნად ვერ ცვლიან საბოლოოდ სურათის ხარისხს, თუმცა სხვადასხვა ეფექტების, სცენების გამოყენებით ამრავალფეროვნებენ მობილური ფოტოგრაფიის პროცესს. ხშირად გვხვდება კომბინირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც თავის თავში აერთიანებენ როგორც ფოტო კამერას, ასევე რედაქტორსაც კი. ურავლესობა მობილური აპარატებისა იღებს ვიდეოს 3GP. ფორმატში, მაქსიმალური გაფართოებით 176X144. შედეგად მიღებული ვიდეო რგოლი დიდი ხარისხიანობით არ გამოირჩევა. სწორედ ამ ნაკლის გამოსწორებისთვის არის შექმნილი პროგრამა ETI Camcorder, რომელიც ვიდეოს avi. ფორმატში იღებს. ჯამში გამოდის საკმაოდ ნორმალური გამოსახულება. აღნიშნული პლათფორმის მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს უამრავი პროგრამა/დიქტოფონი რათა ხმა ულიმიტოდ იქნას ჩაწერილი, რადგანაც მწარმოებელი აუდიო ჩაწერაზე ლიმიტს 1 წუთს ადგენს. აგრეთვე არსებობს პროგრამული შესაძლებლობა უკანა ფონზე მუშაობისას შემომავალი და გამავალი ზარების, საუბრების ჩაწერის ზუსტი დროის, ნომრის და ხანგრძლივობის მითითებით. (PowerDictaphone, CallRecorder). აუდიო, მუსკალური დამკვრელები (UltraMP3, WMAplus, MP3 Go,MP3 player) უამრავია, უბრალოდ მომხმარებელმა არჩევანი ფუნქციონალურობის: ფორმატების, playlist-ების, ეკვალაიზერების, თეგების მხარდაჭერის მიხედვით უნდა გააკეთონ. რაც შეეხება ვიდეო დამკვრელებს (SmartMovie, DVDPlayer) ისინი avi. ფორმატის ვიდეო ფაილების დასაკვრელად გამოიყენებიან და აუცილებელია ტელეფონზე Xvid კოდეკის დაყენება. საინტერესოა GPRS რადიო (Mobiedge.Radio, Virgin Radio, VirtualRadio, Virtual.Radio), რომლის საშუალებით, GPRS-ის გამოყენებით შესაძლებელია მოუსმინოთ ათასობით, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის რადიო არხებს.
 
ინტერნეტ პროგრამების კატეგორია აერთიანებს ინტერნეტ ბრაუზერებს, მესენჯერებს, IRC, მაილ კლიენტებს და ა.შ. ინტერნეტ ბრაუზერებიდან საინტერესოა ნორვეგიული კომპანია Opera-ს ბრაუზერი ამავე სახელწოდებით, აგრეთვე Access System-ის NetFront-ი. მათი დახმარებით მობილურიდან მთელ ინტერნეტში მოგზაურობაა შესაძლებელი. უამრავ სხვა ფუნქციასთან ერთად მათ გააჩნიათ პაროლების მენეჯერის და RSS-ების მხარდაჭერა. დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია უამრავი მესენჯერი მოიძიოს თავისი ტელეფონისთვის, მაგრამ არსებობს კომბინირებული პროგრამებიც, როგორიცაა AgileMessenger. იგი აერთიანებს ICQ, AOL, Google, MSN და Yahoo მესენჯერებს, ყველა საუკეთესო ფუნქციის გათვალისწინებით. IRC კლიენტებიდან აღსანიშნავია პროგრამა Wireless IRC. მესენჯერების მსგავსად მაილ კლიენტებიც (MobiMail, Profimail, PhotoMailer) საკმაოდ ბევრია. არჩევანი კვლავ მომხმარებელზეა ფუნქციონალურობისა და პროტოკოლების მხარდაჭერის გათვალისწინებით.
 
საოფისე პროგრამები საშუალებას იძლევა მომხმარებელს ტელეფონში ჰქონდეს მობილური ოფისი და იმუშაოს word, exell, powerpoint, pdf ფაილებთან (IGO Quick Office, AdobeReader) ასევე წაიკითხოს ელექტრონული წიგნები (eBook Reader, eBible, BReader) და ისარგებლოს ლექსიკონებით (abbyy lingvo, Advanced English Dictionary).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Symbian_OS“-დან