ლობიო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა * | სახელი =ლობიო | სურათის ფაილი = Snijboonplanten Phaseolus vulgaris.jpg | სუ...
 
+კატ.
ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
| სახელი = ლობიო
| სურათის ფაილი = Snijboonplanten Phaseolus vulgaris.jpg
| სურათის წარწერა = ჩვეულებრივი ლობიო
| სურათის აღწერა = [[ჩვეულებრივი ლობიო]] (Phaseolus vulgaris)
| სამეფო = მცენარეები
| კლასი = [[ორლებნიანნი]]
| რიგი =
| ქვერიგი =
| ინფრარიგი =
| ზეოჯახი =
| ოჯახი = [[პარკოსნები]]
| გვარი = '''ლობიო'''
| ლათ = Phaseolus
| სექციის სახელი =
| სექციის ტექსტი =
ხაზი 23:
| ncbi =
}}
'''ლობიო''' (Phaseolus), ერთ, - და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი [[პარკოსნები|პარკოსანთა]] ოჯახისა. მოიცავს 150-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ამერიკის, აზიისა და აფრიკის ტერიტორიაზე იზრდება. კულტურაშია დაახლოებით 20 სახეობა, რომელთაგანაც სასურსათო მნიშვნელობა 7-ს აქვს. უფრო გავრცელებული სახეობაა [[ჩვეულებრივი ლობიო]] (Phaseolus vulgaris), რომელიც ყველა კონტინენტზე მოჰყავთ. ეს არის საგაზაფხულო ერთწლოვანი ფორმის ღეროს სიმაღლე 20-45 სმ, ხოლო ხვიარა ფორმებისა — 2—5 მ აღწევს. ნაყოფი პარკია, რომლის სიგრძე 7-იდან 28 სმ-მდეა, აქვს 3—7 თესლი. თესლი სფეროსებრი, წაგრძელებული და თირკმელისებრია, ფერად თეთრი, მოწითალო, ყავისფერი ან ჭრელი. 1000 თესლის მასა 250-იდან 400 გ-მდეა. მცენარე სითბოს და სინათლის მოყვარულია, შედარებით გვალგამძლეა, ხარობს თიტქმის ყველანაირ ნიადაგზე. როგორც ჩვეულებრივი ლობიო, ისე მისი ყველა სხვა კულტურული სახეობა სასურსათო ცხოველთა საკვები, სასიდერაციო და დეკორატიული მცენარეა. ლობიოს მარცვალი შეიცავს 31%-მდე ცილას, 50-60% ნახშირწყლებს, 3,6%-მდე ცხიმს. საჭმელად იყენებენ მწიფე თესლს (მარცვალს) და მისგან დამზადებულ ფქვილს, მწვანე პარკს; ცხოველთა საკვებად — მწვანე მასას, მის სილოსს (სიმინდთან ერთად), ჩალას.
 
ლობიოს ბევრი სახეობის სამშობლოა [[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალური]] და [[სამხრეთი ამერიკა]]. ჩვეულებრივი ლობიო ამერიკიდან ევროპაში[[ევროპა]]ში შემოიტანეს XVI საუკუნეში. [[რუსეთი|რუსეთში]] მისი მოყვანა XVIII საუკუნის დამდეგიდან დაიწყეს. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიასა[[გურია]]სა და სამეგრელოში[[სამეგრელო]]ში ლობიო XVI საუკუნიდანაა კულტივირებული. აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მოგვიანებით გავრცელდა. ლობიოს საქართველოში[[საქართველო]]ში უკავია — 11,3 ათასი ჰა ფართობი (1979), იგი სამარცვლე პარკოსანთა შორის პირველ ადგილზეა. მაღალმთიანი ზონის გარდა ყველგან მოჰყავთ. დარაიონებული ჯიშებია: წითელი, ინდური, ლიახვი, ჩიტიკვერცხა, ბერპი, ცანავა — 3 და სხვა. ლობიოს ყველაზე მეტად აზიანებენ ლობიოსა და ბარდის მემარცვლიები; დაავადებიდან ანთრაკნოზი და ბაქტერიოზი.
 
==ლიტერატურა==
* ჯაფარიძე ა., ქსე, ტ. 6, გვ. 273, თბ., 1983
 
[[კატეგორია:პარკოსნები]]
[[კატეგორია:სურსათი]]
 
[[cs:Fazol]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლობიო“-დან