ტრაპიზონის ალყა (1222–1223): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 19:
სინოპის დალაშქვრის შემდეგ, სულთან მელიქის ლაშქარი კატუკიონთან (Katoukion) დააბანაკა, ეს პუნქტი [[ბაიბურთი|ბაიბურთსა]] და ზაილუსას (Zailousa) შორის მდებარეობდა. ადგილობრივების განმარტებით საუკეთესო მარშუტი [[ხალდია|ხალდიის]] ავლით იქნებოდა, რადგან ეს ადგილი რთულად მისაწვდომია და ამავდროულად დასახლებულია მეომარი ხალხით, რაც გაართულებდა ლაშქრის მარშირებას.<ref>Lazaropoulos, ''Synopsis'', ll. 1201f; translated in Rosenqvist, ''Hagiographic Dossier'', გვ. 313</ref> ამ ცნობებზე დაყრდნობით, სულთანმა გადაწყვიტა ბანაკის ვიწრო უღელტეხილთან განლაგება (რომელსაც როზენკვისტი „პონტოს კარსთან“ აიგივებს, ასევე ცნობილი როგორც [[ზიგანა]]).<ref>Rosenqvist, ''Hagiographic Dossier'', გვ. 407</ref>
 
იმპერატორმა ანდრონიკემ თეოდორე პოლემარხის საიმედო რაზმი ჩააბარა და უღელტეხილის მისასვლელებთან გაგზავნა, სადაც მათ თურქ რაზმებთან შეტაკება მოუხდათ. თეოდორე იყო ის ვინც იმპერატორს აცნობა სულთნის მოსვლის ამბავი. ლაზაროპულოსის ცნობით, ლაზაროპულოსი ამ დროს ეკლესიაში იმყოფებოდა და ელოდა ეუხარიასტის მიღებას, რის შემდეგაც 500 მხედარს ჩაუდგა სათავეში და თურქთა ავანგარდს დაუპირისპირდა.<ref>Lazaropoulos, ''Synopsis'', ll. 1220-1230; translated in Rosenqvist, ''Hagiographic Dossier'', გვ. 315</ref> ანდრონიკეს მხედრობა გაცილებით მრავალრიცხოვან მტერს ებრძოდა, მათი თანაფარდობა ოთხი ერთზე უნდა ყოფილიყო. ანდრონიკემ გაიმარჯვა პირველ შეტაკებაში, მაგრამ უკან დაიხია მას შემდეგ, როცა შენიშნა რომ ის მხოლოდ მტრის მცირე ნაწილს დევნიდა. ლაბრის ციხის შენარჩუნების შემდეგ, იმპერატორი ტრაპიზონისაკენ გაბრუნდა. სულთანი ლაშქარი უღელტეხილიდან დაეშვა და ტრაპიზონთან, [[მინთრიონის გორა|მინთრიონის გორაზე]], [[ტრაპიზონის წმინდა ევგენიოსის ეკლესია|წმინდა ევგენიოსის მონასტრის]] წინ დაბანაკდა. მიშელ კურშანსკისის თანახმად, ეს იყო ურიცხვი არმია, რომლის მსაგსვსი ადგილობრივებს აქამდე არ ენახათ.<ref>Kuršanskis, "L'empire de Trébizonde", გვ. 116</ref> სულთნის ლაშქარი ქალაქის კედლების გასწვრივ განლაგდნენ, ალყაში მოაქციეს ქალაქი და ცეცხლის ალში გაავლეს ტრაპიზონის სავაჭრო ცენტრი, რომელიც ნაწილი იყო ქალაქის გარეუბნის მის აღმოსავლეთ ნაწილში.<ref>Likely Meydan, in the suburbs east of the city. Rosenqvist, ''Hagiographic Dossier'', გვ. 442, note on line 1254</ref> როგორც კი მოსაღამოვდა, იმპერატორმა ანდრონიკემ დატოვა ციტადელი და [[ქრისოკეფალოსისხრისოკეფალოსის ეკლესია|პანაგია ქრისოკეფალოსისხრისოკეფალოსის ეკლესია]] მოილოცა, რათა გათავისუფლებულიყო დარდისგან.
 
== თავდასხმები ==