თემურლენგის მერვე ლაშქრობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''თემურლენგის მერვე ლაშქრობა''' შუააზიელი მხედართმთავრის [[თემურლენგი]]ს [[საქართველო]]ში [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში|ლაშქრობების]] ერთ–ერთი ეტაპი. ლაშქრობა მიმდინარეობდა 1403 წლის განმავლობაში.
 
==მიმდინარეობა==
 
[[1402]] წლის 28 ივლისს [[ანკარა (თურქეთი)|ანგორასთან]] თემურლენგმა სასტიკად დაამარცხა [[ოსმალეთი]]ს სულთანი [[ბაიეზიდ I]] და ტყვედ იგდო იგი. დაარბია ოსმალეთის ქალაქები, ოსმალთა სახელმწიფო გაყო ოთხ ნაწილად და ბაიეზიდის შვილებს დაუნაწილა. "ოსმალეთის საკითხის" მოგვარების შემდეგ თემურლენგმა კვლავ საქართველოსთვის მოიცალა.
 
[[1403]] წლის გაზაფხულზე თემურლენგი საქართველოსკენ გამოემართა და [[ყარსი (ქალაქი)|ყარსში]] დაბანაკდა. ამ ლაშქრობის მიზეზად თემურის ისტორიკოსს, [[ნიზამ ად-დინ შამი]]ს დასახელებული აქვს [[1401]] წლის ზავის შეუსრულებლობა. თემურლენგმა თავის მორჩილ ვასალს, შარვანშაჰ შეიხ იბრაჰიმს დაავალა აღმოსავლეთიდან შესეოდა საქართველოს.
 
ასეთ ვითარებაში [[გიორგი VII (საქართველოს მეფე)|გიორგი VII]] კვლავ მოლაპარაკებებით სცადა შემოსევის თავიდან აცილება. ელჩად კვლავ თავისი ძმა [[კონსტანტინე I (საქართველოს მეფე)|კონსტანტინე]] გააგზავნა სათანადო საჩუქრებით. მაგრამ თემურლენგმა მოლაპარაკება არ ისურვა და არც საჩუქრები მიიღო, მეფეს კი [[ბერი ეგნატაშვილი]]ს სიტყვებით, შემოუთვალა: {{ციტატა|უკეთუ გინდა წაუხდენლობა ქვეყნისა ამის, მოდი ჩემთანა, გათათრდი, და თუ გათათრდები, არცა გთხოვ ხარკსა... და უკეთუ არ გათათრდები, დაიდევ ხარკი ჩემი... და მოგცემ ქვეყანასა მაგას, და, როგორც განუტევე შვილი კეისრისა, ეგრეთვე შენცა არას გავნებ და განგიტევებ მშვიდობით, რამეთუ იგიცა შენის სჯულისა იყო.}}
 
გიორგი მეფე დროის გაყვანას ცდილობდა, რომ ხალხს მოსავლის აღება აღება-დაბინავება მოესწრო. თემურმა არ დააცალა. სწრაფად შემოიჭრა საქართველოში, [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]] შევიდა და [[ალგეთის ხეობა]]ში მდებარე [[ბირთვისის ციხე]]ს შემოარტყა ალყა. ბირთვისის ციხე 75-მეტრიან მაღალ ციცაბო კლდეზე იყო აგებული. კარგად გამაგრებულ ციხეს იცავდა ციხისთავი და 30 დიდებული და "სხუანი აზნაურნი და მსახურნი". ციხე კარგად იყო მომარაგებული საკვებით, წყლით და ღვინითაც კი. ციხისათვის ბრძოლას თვით თემური ხელმძღვანელობდა. ციხის ახლოს მაღალი სამეთვალყურო კოშკი ააგეს, ციხეს კედლის სანგრევი მანქანები მიუყენეს და ლოდებს უშენდნენ. ციხის მიუვალობაში დაიმედებულმა მეციხოვნეებმა საჭირო სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს. ამით ისარგებლეს მოალყეებმა და ღამით, როცა ჯარის მიერ ხელოვნურად ატეხილი ხმაურით დაღლილმა მეციხოვნეებმა ჩაიძინეს, ციცაბო კლდეზე მეციხოვნეები ავიდნენ და თოკის კიბე აიტანეს. კიბით 33 მებრძოლი გადავიდა ციხეში, მათ შეძლეს ციხის გალავნის კარის გაღება, რომელშიც მოალყეები შეცვივდნენ. ქართველები ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ მტრის სიმრავლემ სძლია. უმეტესობა ბრძოლაში დაიღუპა, ციხისთავი და რამდენიმე დიდებული ტყვედ შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს. ციხისთავის ცოლი, თემულენგის ბრძანებით, შარვანშაჰს აჩუქეს. თემურმა ბირთვისი და მისი მიდამოები ერთ-ერთ თავის სარდალს გადასცა და დაავალა იქაურობის ქრისტიანთაგან გაწმენდა. ეს მოხდა [[1403]] წლის 12 აგვისტოს.
 
ბრძოლის დამთავრების შემდეგ თემურლენგმა [[ყურულთაი]] მოიწვია, რომელზედაც დასავლეთ საქართველოში ლაშქრობა დაადგინეს. თემურლენგმა გადაწყვიტა საბოლოოდ მოეთხარა საქართველო და მის უკიდურეს დასავლეთ საზღვრამდე მისულიყო. [[იმერეთი|იმერეთში]] გადასასვლელი გზები მთიანი და ტყით დაფარული იყო. მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის პირობებში მტრის ლაშქარი ნელა მიიწევდა წინ. გზადაგზა მათ გააანადგურეს მრავალი სოფელი, ეკლესია-მონასტერი, ბაღ-ვენახები და სხვა. სულ 700-მდე ობიექტი. იმერეთში სექტემბერში დაწყებული ლაშქრობა დეკემბრამდე გაგრძელდა. მნიშვნელოვანი ზარალი მოსდიოდა თემურის ლაშქარსაც, ამას ემატებოდა მოლაშქრეთა და სარდალთა უკმაყოფილება გაუთავებელი ლაშქრობებით. მოსალოდნელი იყო იმერეთში გადასასვლელი გზების ჩაკეტვაც. ყოველივე ამის გათვალისწინებით თემური იძულებული გახდა 12 დეკემბერს ბრძოლა შეეწყვიტა. ამ დროს "[[ძეგლი ერისთავთა]]"-ს ავტორის ცნობით: {{ციტატა|ლაშქარი მათი ქუთათისამდე იყო მიწევნილი...}}
Line 15 ⟶ 14:
თემურლენგი ფაქტობრივად თვითონ გამოვიდა ზავის დადების ინიციატორად. მან თავის ბანაკში ტყვედმყოფ ქართველ სარდლებს აგრძნობინა, რომ გიორგი მეფის თხოვნის შემთხვევაში არ იქნებოდა დაზავების წინააღმდეგი. ამ ცნობის მიღების შემდეგ გიორგი მეფემ ელჩები გააგზავნა თემურთან ასევე დიდი საჩუქრებით. ეს იყო თემურის სახელზე მოჭრილი ათასი ოქროს ფული, ათასი ცხენი, ძვირფასი ქსოვილები, [[ოქრო]]ს, [[ვერცხლი]]სა და ბროლის ფიალები, თვრამეტმისხლიანი მანათობელი ლალი და ბევრი სხვა. დაიდო ზავი რომლის თანახმად გიორგი მეფე კისრულობდა ხარკის გადახდასა და მაშველი ჯარის გამოყვანას. რაც შეეხება თემურლენგის ადრინდელ კატეგორიულ მოთხოვნას, რომ გიორგი მეფე თავად უნდა გამოცხადებულიყო თემურლენგთან და მორჩილება აღეთქვა, ახლა ამაზე საუბარი აღარ ყოფილა. ეს ზედმეტად პატივმოყვარე თემურისათვის უსიამოვნო ვითარება იყო, მაგრამ იგი იძულებული გახდა ამას შეგუებოდა.
 
ზავის დადების შემდეგ თემური თავისი ლაშქრით იმერეთიდან[[იმერეთი]]დან გადმოვიდა და აღმოსავლეთისაკენ გაემართა. გზად, მიუხედავად ზავისა, [[თბილისი]] და მისი მიდამოები დაარბია. თემური [[ყარაბაღი]]ს გავლით [[სამარყანდი|სამარყანდს]] გაემართა.
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
* [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში]]
* [[თემურლენგის პირველი ლაშქრობა საქართველოში]]
* [[თემურლენგის მეორე ლაშქრობა საქართველოში]]
* [[თემურლენგის მესამე ლაშქრობა საქართველოში]]
* [[თემურლენგის მეოთხე ლაშქრობა საქართველოში]]
* [[თემურლენგის მეხუთე ლაშქრობა საქართველოში]]
* [[თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში]]
* [[თემურლენგის მეშვიდე ლაშქრობა საქართველოში]]
 
==ლიტერატურა==
 
* საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ. 2008 წ. გვ. 94-95
 
 
{{თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში}}