არმაზისხევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Armazi akldama.jpg|thumb|150px|წარჩინებული პირის მაზდეანური აკლდამა]]
'''არმაზისხევი''', ძველი მცხეთის ერთ-ერთი უბანი, ქართლის მეფეთა ერისთავების (პიტიახშების) რეზიდენცია, მცხეთის დასავლეთით, არმაზისხევისა და მდინარე მტკვრის შესართავთან. მოიცავს მარტაზისხევის, სანგრისხევის და, საერთოდ, არმაზისხევ-ძეგვის ზოლის მტკვრის მარჯვენა მხარის ნამოსახლარებსა და ციხესიმაგრეებს.
 
Line 4 ⟶ 5:
 
განსაკუთრებით მდიდრული იყო ერისთავთა სამარხები (II-III საუკუნეები). სამარხული მასალიდან აღსანიშნავია: ოქროს სარტყელი, სატევრის ოქროს ქარქაში, შუბლსამკაულები (დიადემები), ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები, სამკლაურები და სხვა ოქროს ნივთები შემკულია ალმანდინის, ზურმუხტის, ნეფრიტის, საფირონის, ამეთვისტოს, აქატის, ქალცედონის, მალაქიტის, ლაჟვარდის ონიქსის, ალმასის და სხვა ძვირფასი თუ ნახევრად ძვირფასი თვლებით. მათზე ხშირად გამოსახულება და წარწერაა ამოკვეთილი. ვერცხლის ნივთთაგან გამოირჩევა სიუხვის ქალღმერთის ჰორელიეფური გამოსახულებით და მამაკაცის მკერდზეა ქანდაკებით შემკული თასები, სხვადასხვა ფორმის საღვინეები და სხვა. გათხრების დროს აღმოჩენილმა ბერძნულმა და არამეულმა წარწერებმა ([[არმაზის ბილინგვა]] და სხვა წარწერები) სიახლე შეიტანეს ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიაში.
 
[[სურათი:Armazi tadzari.jpg|left|thumb|150px|ექვს–აფსიდიანი წარმართული ტაძრის ნაშთი, არმაზციხე]]
 
ცნობილი გახდნენ იბერთა დიდი მეფე [[ქსეფარნუგი]], [[ზევახ]] (ჯავახ) უფალი, ასპარუკ ერისთავი, ჯავახ მცირე, [[სერაფიტა]], [[ბერსუმა პიტიახში]], [[კარპაკი]] და სხვანი. შეიქმნა საფუძველი საქართველოს სახლმწიფო-პოლიტიკური წყობისა და ქართული დამწერლობის წარმოშობის ახლებური გაშუქებისათვის.
 
არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები ამჟამად შემოზღუდულია და სავალე მუზეუმია შექმნილი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
*საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი [http://www.nplg.gov.ge/publishers/monument/index.php?do=view&id=144];
*მცხეთა - მთიანეთის მხარე, ღირშესანიშნაობები – [http://diaspora.ge/ge/tansaq/mtianeti.php ქართული დიასპორა];
*''ეს უნდა ნახოთ/ მცხეთის რაიონი'' – მცხეთა - მთიანეთის მხარის სამთავრობო ვებგვერდი[http://www.mtskheta-mtianeti.gov.ge/?m=5&sm=1];
 
[[კატეგორია:საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები]]
[[კატეგორია:იბერია]]
[[კატეგორია:მცხეთა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არმაზისხევი“-დან