ბიძინა ივანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 85:
 
მეცნიერებისა და განათლების დარგში – ფონდის დაფინანსებით აშენდა, კაპიტალურად შეკეთდა და კომპიუტერებით აღიჭურვა ასობით საჯარო სკოლა. გარემონტდა და ტექნიკურად აღიჭურვა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თსუ-ის]] I კორპუსი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სამხატვრო აკადემიის სასწ. კორპუსი, [[საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა|პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის]] მე-3 კორპუსი, დაარსდა თბილისში ფრანგული სკოლა. ფონდი ფინანსურ დახმარებას უწევს [[საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია]]ს. [[2016]] [[ფონდი ქართუ|ფონდმა]] დაიწყო ახალი მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება – [[ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი]]ს მშენებლობა.<ref>[https://imedinews.ge/ge/ekonomika/36488/qutaisshi-teqnologiuri-universitetis-mshenebloba-daitsko ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო]</ref> გეგმის მიხედვით, [[ქუთაისი|ქუთაისში]] შენდება 50 ათას სტუდენტზე გათვლილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მრავალპროფილიანი უნივერსიტეტი. ფონდის დაფინანსებით მეგაპროექტი ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ადრონული ამაჩქარებლის აგებას. მრავალმხრივი დანიშნულების ცენტრი განახორციელებს სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობას, ასევე ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს შემდეგი მიმართულებებით: [[ფიზიკა]], [[ბიოლოგია]], [[ქიმია]], [[ინჟინერია]], [[კომპიუტერული მეცნიერებები]], [[მედიცინა]] და სხვ. სამეცნიერო-ტექ. ცენტრი აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, მ. შ. კრისტალების ცენტრით, [[ბიოფიზიკა|ბიოფიზიკის]], იზოტოპების, დაბალი ტემპერატურის ლაბორატორიებით და სხვ. ცენტრს ასევე ექნება მნიშვნელოვანი სამედ. პოტენციალი – მის ბაზაზე შესაძლებელი გახდება ადრონული თერაპიის მეშვეობით მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.<ref name="ambebi.ge"/>
 
[[საფრანგეთი]]ს პრეზიდენტის, [[ემანუელ მაკრონი]]ს [[2020]] წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, ბიძინა ივანიშვილს მიენიჭა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო - საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული (Ordre national de la Légion d'honneur).<ref>[https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/180332/saprangetis-respublikam-bidzina-ivanishvils-sapatio-legionis-ordenis-kavaleris-tituli-mianicha საფრანგეთის რესპუბლიკამ ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა]</ref>
 
=== პოლიტიკური მოღვაწეობა ===