იაპონური დამწერლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
ქართული ენისაგან განსხვავებით იაპონურ ტექსტში სიტყვებს ჩვეულებისამებრ ინტერვალების გარეშე, ერთმანეთის მიყოლებით წერენ და მათი გადატანა, ან გაყოფა სტრიქონის, ან სვეტის ბოლოში ნებისმიერ ადგილას შეიძლება უტირეოდ(ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ადგილი სასვენი ნიშნის წინ). ქართულ ანბანში ასო–ნიშნები შეიძლება განსხვავებული ზომისა იყოს (მაგ.; '''ი'''ნი და '''ო'''ნი), იაპონლები კი ნიშნებს წერენ ნაგულისხმევ კვადრატებში, სადაც ყოველ იაპონურ ნიშანს, მათ შორის სასვენ ნიშანსაც ერთნაირი ზომა აქვს.
 
ტრადიციული იაპონური ტექსტები [[კლასიკური ჩინური|კლასიკური ჩინური]]ს მსგავსად შესრულებულია დაღმასვლით, ანუ ტექსტი დაწერილია და იკითხება ზემოდან ქვემოთ, ამასთანავე სვეტები ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას, მარჯვნიდან მარცხნივ. ამ წერით მიმართულებას დღესაც გამოიყენებენ ლიტერატურულ ტექსტებსა და [[მანგა]]ში. ამის გამოა, რომ იაპონლები წიგნებსა თუ სხვა ბეჭდურ ნაწარმოებებს ('''ჩვენი პერსპექტივით''') „არასწორად“ გადაშლიან–ხოლმე; სათაურის სანახავად წიგნი ზურგზე უნდა მარჯვნისაკენ უნდა გადმოვატრიალოთ და წავიკითხოთ არა თავიდან ბოლომდე, არამედ პირიქით.
 
სპეციალურ ტექსტებში, სადაც უხვადაა [[იაპონური ანბანი#R.C5.8Dmaji|რომაჯი]], წერენ და კითხულობენ მარცხნიდან მარჯვნივ და თანაც ჰორიზონტალურად. იგივე ითქმის (ჰორიზონტალურ) სარეკლამო თუ სხვა რამ წარწერებზე, გზის მაჩვენებლებზე, ტრაფარეტებზე.