იაპონური დამწერლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
დღესდღეობით ყველაზე უფრო გამოყენებადი [[კანჯი]]ს რაოდენობა შეადგენს 1850, რომელთაგან 881 ნიშნის შესწავლა სავალდებულოა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში. შერეული სტილით წერისას ცნებები კანჯის მეშვეობით გამოიხატება, მორფოლოგიურ–სინტაქსურ ელემენტებს (სუფიქსები, ბოლოსართები და ა.შ.) კი ჰირაგანათი წერენ. კატაკანას გამოყენება შეზღუდულია გარკვეული სფეროებით (მაგ.; კატაკანათი წერენ უცხო ან ნასესხებ სიტყვებს). იაპონლები ტრადიციულად წერენ '''ვერტიკალურად''', ზევიდან ქვევით, მაგრამ ასევე '''ჰორიზონტალურად''' — მარცხნიდან მარჯვნივ.
== იაპონური წერა–კითხვის თავისებურებანი, მიმართულება ==
 
[[სურათი:RIKEN VITAMIN.png|thumb|right|1945 წლამდე იაპონურად ჰორიზონტალურად (უმეტესწილად მარცხნივსვლით) წერდნენ. მოცემულ სარეკლამო პლაკატზე, რომელიც 1938 წელსაა გაკეთებული, ზემოთ პროდუქტის დასახელება მარცხნივსვლით '''ンミタィヴ研理''' [ნ მი ტა ვი კენ რი] დაუწერიათ, იქვე გამოსახულ ბოთლზე კი მარჯვნივსვლით დაწერილს ვხედავთ იმავე სახელს '''理研ヴィタミン''' [რი კენ ვი ტა მი ნ].]]
 
ქართული ენისაგან განსხვავებით იაპონურ ტექსტში სიტყვებს ჩვეულებისამებრ ინტერვალების გარეშე, ერთმანეთის მიყოლებით წერენ და მათი გადატანა, ან გაყოფა სტრიქონის, ან სვეტის ბოლოში ნებისმიერ ადგილას შეიძლება უტირეოდ(ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ადგილი სასვენი ნიშნის წინ). ქართულ ანბანში ასო–ნიშნები შეიძლება განსხვავებული ზომისა იყოს (მაგ.; '''ი'''ნი და '''ო'''ნი), იაპონლები კი ნიშნებს წერენ ნაგულისხმევ კვადრატებში, სადაც ყოველ იაპონურ ნიშანს, მათ შორის სასვენ ნიშანსაც ერთნაირი ზომა აქვს.
Line 17 ⟶ 15:
სპეციალურ ტექსტებში, სადაც უხვადაა [[იაპონური ანბანი#R.C5.8Dmaji|რომაჯი]], წერენ და კითხულობენ მარცხნიდან მარჯვნივ და თანაც ჰორიზონტალურად. იგივე ითქმის (ჰორიზონტალურ) სარეკლამო თუ სხვა რამ წარწერებზე, გზის მაჩვენებლებზე, ტრაფარეტებზე.
 
[[გაზეთი|გაზეთებში]] წერა–კითხვის მიმართულება დამოკიდებულია კონკრეტულ სტატიაზე, ანუ შეიძლება ერთ გაზეთში ორი სტატიის გასხვავებული მიმართულებებით მოგვიწიოს.
[[სურათი:Yamada-png.png|thumb|იამადა ტარო – იაპონური სახელი კანჯიში]]
 
 
== დამწერლობის სახეობები ==