ხუნანი (ქალაქი): განსხვავება გადახედვებს შორის

{{მმ*|გარდაბანი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Ruins of the Khunani castle on the map.jpg|მინიატიურა|ხუნანის ციხის ნანგრევები (მტკვარი-ხრამის შესართავში) კავკასიის მხარის ხუთვერსიან რუკაზე]]
'''ხუნანი''', '''გარდაბანი''', '''მტვერის-ციხე''', '''თურაბის-ციხე''', ან '''მტკვრის-ციხე''', '''კუპრიკენტი''' — ციხე-ქალაქი ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, [[ხუნანი (მხარე)|ხუნანის მხარისა]] და [[ხუნანის საერისთავო|საერისთავოს]] ცენტრი.
 
==მდებარეობა==
===ისტორიული წყაროები===
ქალაქი ხუნანი ისტორიული [[ქართლი]]ს უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი იყო, მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა სანაპიროზე და მდებარეობდა მდინარეების ხრამისა და მტკვრის შესართავში.
{{ციტატა|და მისცა ქართლოსს ქუეყანა, რომელი ზემო აღვწერეთ. და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, '''ხუნანითგან''' ვიდრე ზღუამდე სპერისა<ref>[http://www.amsi.ge/istoria/qc/qarTlis_cxovreba_1_2.html "ქართლის ცხოვრება" სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 1, თბილისი 1955]</ref>.}}
 
===სხვა ვერსიები===
მდებარეობდა მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირზე, მდინარე [[თაუზჩაი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთით თოფრაქყალის მთასთან ([[აზერბაიჯანი]] თოფრაქყალა — ალიზით ნაგები ციხე).
 
==ისტორია==
[[ფარნავაზ I|ფარნავაზ მეფის]] დროს ხუნანის ციხე-ქალაქი გადაიქცა ხუნანის საერისთავოს ადმინისტრაციულ ცენტრად.
 
735-737 წლებში, ქართლში [[მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში|მურვან ყრუს შემოჭრის]] შედეგად ქალაქი არაბებმა დაარბიეს და იქ არაბთა გარნიზონი განთავსდა. არაბთა მიერ [[თბილისის საამირო|თბილისის საამიროს]] (736) დაარსების შემდეგ ხუნანის ამირა თბილისის ამირას დაემორჩლა, რომელიც ფაქტიურად ქართლის გამგებელი იყო.<ref name="საქისტორია2012">{{Cite book|last=Ლორთქიფანიძე|first=Მარიამ|url=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/71346|title=საქართველოს ისტორია : 4 ტომად : ტომი II|last2=Მეტრეველი|first2=Როინ|last3=Მუსხელიშვილი|first3=Დავით|date=2012|publisher=თბილისი : პალიტრა L|isbn=978-9941-19-406-1|pages=174, 306}}</ref>
 
1121 წლის მარტში [[დავით აღმაშენებელი]] დაესხა ხუნანს და ისე გაანადგურა მტერი, რომ აღარავინ დარჩა „მთხრობი ამბისა“.<ref name="საქისტორია2012" /> [[საქართველოს სამეფო|საქართველოს სამეფოს]] ფარგლებში იგი ერთ-ერთ დაწინაურებულ ქალაქად ითვლებოდა.
 
[[XII საუკუნე|XII საუკუნის]] არაბი ისტორიკოსის და გეოგრაფის [[ალ-ჰამავი იაკუთი|ალ-ჰამავი იაკუთის]] ცნობით ის არის:
{{ციტატა|ქალაქი [[იბერიის სამეფო|ჯურზანის]] ქვეყანაში. [[ჰაბიბ იბნ მასლამა]]ს მიერ [[ჰაბიბ იბნ მასლამას შემოსევები საქართველოში|დაპყრობილი]]. ამბობს [[ალ-ისტარხი]]: ხუნანი არის ციხე ცნობილი '''თურაბის''' ციხის სახელით, რადგან იგი მდებარეობს დიდ ბორცვზე.<ref name="იაკუთი">[[ალ-ჰამავი იაკუთი|„ჲაკუთის]] ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ - ნაკვ. I - ეთერ სიხარულიძის თარგმანი - უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ - წ. VII - თბ. - 1964 გვ. 52</ref>}}
 
[[1640]] წელს [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომ მეფის]] მიერ ციხესთან აშენდა ქვის ხიდი (წითელ ხიდთან), ცნობილი ჩატეხილი ხიდის სახელწოდებით. [[1673]] წელს [[ჟან შარდენი|შარდენს]] უმოგზაურია და უნახავს ქალაქი ხუნანი, რომელიც იმ დროს იწოდებოდა როგორც '''კუპრიკენტი''' (ხიდის სოფელი). ქალაქი იმ დროს მოიცავდა 150 სახლს<ref>"Voyage en Georgie", p. 249</ref>.
 
==ლიტერატურა==