ორაგული: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB)
| commons =
}}
'''ორაგული''' ({{lang-la|Salmo}}) — [[თევზები]]ს გვარი [[ორაგულისებრნი|ორაგულისებრთა]] ოჯახისა. გვარში 7 (ან 10) სახეობაა, რომელთაგან ყოფილ [[სსრკ]]-ში 4 (ან 5) გვხვდება: საკუთრივ ორაგული, [[კუმჟა]], [[იშხანი (თევზი)|იშხანი]], მიკიჟი ბინადრობენ [[ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე|ჩრდილო ყინულოვანი]], [[ატლანტის ოკეანე|ატლანტისა]] და [[წყნარი ოკეანე]]ების ჩრდილოეთ ნაწილში, [[შავი ზღვა|შავი]], [[კასპიის ზღვა|კასპიისა]] და [[არალის ზღვა|არალის ზღვის]] აუზებში. [[საქართველო]]ში ბინადრობს ორაგულის 1 ქვესახეობა — შავი ზღვის ორაგული (Salmo Fario morpha labrax ან Salmo trutta labrax) და 1 აკლიმატიზებული სახეობა — ფოლადისთავა ორაგული (Salmo gardneri). შავი ზღვის ორაგულის სიგრძე 110 სმ. მასა — 24 კგ აღწევს (ჩვეულებრივ 6-8 კგ). ტოფობს [[შემოდგომა]]-ზამთარში. გასამრავლებლად შედის [[ჭოროხი|ჭოროხში]], [[ენგური|ენგურში]], [[კოდორი|კოდორში]], [[შავწყალა|შავწყალში]]ში, [[ბზიფი|ბზიფში]] და სხვა მდინარეებში.
 
მას შემდეგ, რაც მინგეჩაურჰესი აშენდა, კასპიის ზღვიდან საქართველოს მდინარეებში აღარ ამოდის ორაგული და მან დაკარგა სარეწაო მნიშვნელობა. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს. ცნობილია ორაგულის ზურგიელი, დოში, სათალი, წითელი ხიზილალა და სხვა.