შოტლანდიურ-გელური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
შოტლანდიის დაბლობში ინგლისური ენის გავლენითა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (მათ შორის ჰებრიდებზეც) [[ვიკინგები|ვიკინგთა]] შემოსევების გამოისობით შოტლანდიური ენის პოზიცია დაქვეითდა. ენამ გარდა ინგლისურისა, [[სკანდინავიური ენები]]ს გავლენაც განიცადა. გარდა ლექსიკური ნასესხობებისა, შოტლანდიურმა ენამ სხვა სახის მსგავსებაც შეიძინა ამ ენებთან. მაგალითად, მჟღერი და ყრუ თანხმოვნების დაპირისპირების ადგილი დაიკავა სხვა არაფშვინიერთა და ყრუ ფშვინიერთა ოპოზიციამ; მსგავსი მოვლენები ფიქსირდება ირლანდიურში, ფარერებისა და კონტინენტური სკანდინავიის ენებში.
 
შოტლანდიურს დიდი ხნის მანძილზე, როგორც სხვა კელტურ ენებს, არავითარი სტატუსი არ გააჩნდა, პირიქით, იდევნებოდა კიდეც (1872 წლის აქტი განათლების შესახებ კრძალავდა არათუ შოტლანდიურად სწავლებას, არამედ საუბარსაც კი ამ ენაზე). თუმცა, XX საუკუნის მიწურულს ვითარება შეიცვალა და შოტლანდიის პარლამენტის დაარსებასთან ერთად ენამაც შეიძინა მთელი რეგიონის ოფიციალური ენის სტატუსი. 2005 წელს გაიხსნა პირველი საშუალო სკოლა, სადაც გაკვეთილები მხოლოდ შოტლანდიურად ტარდება. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, 2001 წლის მონაცემებით, შოტლანდიური ენის მცოდნე 11%-ით შემცირებულია, ვიდრე 1991 წელს იყო. ამდენად, შოტლანდიური ენა სერიოზული საფრთხის ქვეშ იმყოფება. სიტუაციის გასაუმჯობესებლად შოტლანდიურ ენაზე გადმოიცემა ტელე და რადიოგადაცემები, გამოიცემა წიგნები და გაზეთები, ჩამოყალიბებულია მოძრაობა საყოფაცხოვრებო პირობებში მისი უფრო მეტად გამოყენების მიზნით. ამ ეტაპზე შოტლანდიური პოზიციებს უფრო ღირსეულად ჰებრიდის კუნძულებზე ინარჩუნებს, ისიც მოხუცებულთა შორის.
XVII საუკუნიდან შოტლანდიელთა კანადაში ემიგრაცია გაძლიერდა. მათი უმეტესობა ჰუძონის არხზე სამუშაოდ მიდიოდა. ერთი პერიოდი შოტლანდიურ ენაზე მოლაპარაკენი კანადაში ინგლისურისა და ფრანგულის შემდეგ მესამე ადგილს იკავებდნენ. დღესდღეობით კი კანადაში შოტლანდიურ ენაზე მოხუცებულები თუ საუბრობენ.