დავით ვაჩნაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''დავით (დათა) ვაჩნაძე''' (დ. [[1884]], [[დიდი ლილო]] — გ. [[23 იანვარი]], [[1962]], [[მიუნხენი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. პოლკოვნიკი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი.
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა რუსეთის არმიის პოლკოვნიკის, თავად ვლადიმერ ვაჩნაძისა და ელენე მაჩაბლის ოჯახში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, [[1902]] წელს დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, ხოლო შემდეგ პეტერბურგის იმპერატორ [[პავლე I (რუსეთი)|პავლე I-ის]] სახელობის სამხედრო სასწავლებელი. პეტერბურგშივე სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელში დამატებით შეისწავლა საინჟინრო საგნები და 1904 წელს პოდპორუჩიკის ხარისხით დაინიშნა ვარშავის მესანგრეთა ბატალიონში. 1905 წელს ეხმარებოდა თავისუფლებისათვის მებრძოლ პოლონელ მეამბოხეებს, იფარავდა მათ რუსეთის ჯარის თავდასხმისაგან. იმავე წლიდან სამხედო სამსახრური განაგრძო თბილისში, მონაწილეობდა „კავკასიის ოფიცერთა სარევოლუციო კავშირის“ დაარსებაში, ასევე, კავკასიის მესანგრეთა ბატალიონების აჯანყებაში, რისთვისაც [[1907]] წელს სამსახურიდან დაითხოვეს და ადმინისტრაციული წესით ღუნიბის ციხეში გაგზავნეს. საქართველოში დაბრუნებული, ერთი წელი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. [[1909]] წლიდან დაიწყო პუბლიცისტური საქმიანობა, წერდა „დ. კახელის“, „ეკალის“ ფსევდონიმებით, უმთავრესად ეკონომიკურ საკითხებზე. აქტიურად იყო ჩართული ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საკოოპერაციო საქმიანობაში. 1912 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, დააარსა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალი „კლდე“. 1914 წელს მონაწილეობა მიიღო ქართული რაზმის („დრუჟინა“) დაკომპლექტებაში და რაზმთან ერთად მოხალისე ოფიცრად გაემგზავრა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქართველი მუსლიმებისა და მათი სოფლების დასაცავად. შედიოდა ევროპაში აღმოცენებული საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თბილისის ფილიალში და უზრუნველყოფდა გერმანული წყალქვეშა ნავებით საქართველოში შემოტანილი იარაღის მიღება-დაბინავებას. სამშობლოს წინაშე გაწეული დამსახურებისათვის განთავისუფლების კომიტეტმა დააჯილდოვა თამარ მეფის ორდენით. [[1915]] წელს მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთის „საქართველოს“ დაარსებაში. 1916 წლიდან სათავეში ედგა თბილისის საკრებულოსთან არსებულ საადგილ-მამულო კომისიას.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_ვაჩნაძე“-დან