სამურზაყანო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
{{ციტატა|იყო ჭირი დიდი ოდიშსა, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და ხმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარედმდე, და დაეშენებოდნენ თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი<ref>ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა.., გვ. 845</ref>.}}
 
ლევან III-ის გარდაცვალების შემდეგ შარვაშიძეებმა შესძლეს ჩამოეცილებინათ სრულიად ოდიშისა და აფხაზეთის მპყრობელ-მქონებელის ვასალობის ნომინალური ვალდებულება. გათავისუფლებული ოდიშის ტახტისათვის ბრძოლა გაჩაღდა. ტახტის ერთადერთი მემკვიდრე — მანუჩარი, [[გიორგი III გურიელი|გიორგი III გურიელმა]] მოკლა, რომელსაც სურდა „ვაკანსიის“ დაპატრონება. გურიელმა მაინც შესძლო ოდიშს დაპატრონებოდა. ამ არეულობით ისარგებლა საუსტან სარვაშიძისშარვაშიძის შვილშვილმა — სორეხმაც, რომელმაც გაილაშქრა ოდიშში და თავი მთავრად გამოაცხადა, რადგან კათოლიკე მისიონერის, გაეტანო რასპონის ცნობით, „იმას დაეპყრა იქაურობა“.<ref>მ თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 208</ref>
 
აქედან გამომდინარე ოდიშს ენგურის მარჯვენა მხარეს (მომავალი სამურზაყანოს ტერიტორია) შარვაშიძეები, ხოლო მარცხენა მხარეს კი გურიელები აკონტროლებდნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამურზაყანო“-დან