თომა სლავის აჯანყება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''თომა სლავის აჯანყება''' – ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სახალ...
 
No edit summary
 
ხაზი 1:
'''თომა სლავის აჯანყება''' – ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სახალხო აჯანყება [[ბიზანტია]]ში. მიმდინარეობდა [[821]]–[[825]] წწ. განმავლობაში, აჯანყების მეთაური იყო სამხედრო და საზღვაო ფლოტის მეთაური, ტურმარხი, [[თომა სლავი]], რომლის სახელის მიხედვითაც მიიღო სახელწოდება აჯანყებამ.
 
აჯანყების მონაწილეთა ძირითად ბირთვს შეადგენდნენ დამოუკიდებელი გლეხები, მონები, სტრატიოტები და დაპყრობილი ტომები. მოძრაობაში ჩაებნენ ასევე [[პავლიკიანელები]]. [[მცირე აზია|მცირე აზიიდან]] აჯანყება [[მაკედონია]]სა და [[თრაკია]]ში გავრცელდა. აჯანყებულებს ჰყავდათ ძლიერი შეიარაღებული ძალები და საზღვაო ფლოტიც კი გააჩნდათ. მათ [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლს]] შემოარტყეს ალყა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. [[823]] წელს გამცემლობის და ბულგარელების დახმარების შედეგად, თომა სლავის აჯანყება ჩაახშეს. თომა სლავის ერთგული მომხრეები [[825]] წლამდე განაგრძობდნენ ბრძოლას იმპერიის სხვადასხვა ნაწილებში.
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
* [[თომა სლავი]]
 
==ლიტერატურა==
{{ქე|4|87-88|მიწიშვილი ნ.}}
 
* ტივაძე გ., შუა საუკუნეების ისტორია, ტ. I, თბ., 1967 გვ. 161-162