შოთა კვირაია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 40:
შოთა კვირაია დაიბადა 1952 წლის 5 ივნისს ქ. ცხაკაიაში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. [[1970]] წლის მაისიდან [[1972]] წლის აპრილამდე მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური, მსახურობდა საჰაერო-სადესანტო ძალებში. [[1977]] წელს დაამთავრა [[საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი]]ს სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით. [[1978]] წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს კაუნასის მილიციის უმაღლესი სკოლა, [[1987]] წელს კი — [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
 
[[1977]] წლის აგვისტოდან ნოემბრამდე მუშაობდა ქ. ცხაკაიაში, საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლოსარემონტო სამმართველოში, სამუშაოთა მწარმოებლად. შინაგან საქმეთა ორგანოებში 1977 წლიდან განვლო გზა რიგითი ოპერმუშაკიდან მინისტრობამდე. 1977 წლის 24 ნოემბრიდან 1979 წლის 8 სექტემბრამდე მუშაობდა აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოხუმის საქალაქო განყოფილების სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი ქვეგანყოფილების ინსპექტორად, [[1979]] წლის 8 სექტემბრიდან [[1980]] წლის 27 ივნისამდე — აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების ინსპექტორად, 1980 წლის 27 ივნისიდან 1983 წლის 26 მაისამდე — აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების სახაზო-დარგობრივი ქვეგანყოფილების უფროს ინსპექტორად, [[1983]] წლის 26 მაისიდან [[1984]] წლის 20 მარტამდე — აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების — საწარმოო მშენებლობაში, მსუბუქ და კვების მრეწველობაში, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურებაში, მომარაგება-გასაღების ორგანიზაციებში, სავალუტო დანაშაულების და ყალბი ფულისმჭრელებისა და ტვირთების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი ქვეგანყოფილების უფროს ინსპექტორად, 1984 წლის 20 მარტიდან 4 ოქტომბრამდე — აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების მე-3 (წარმოებებში, მშენებლობაში, მსუბუქი 93 და კვების მრეწველობაში მომხდარი დატაცებების წინააღმდეგ) ქვეგანყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად, 1984 წლის 4 ოქტომბრიდან 1985 წლის 23 სექტემბრამდე — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად, [[1985]] წლის 23 სექტემბრიდან [[1987]] წლის 20 იანვრამდე — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ვაჭრობაში დატაცების, სპეკულაციის, სავალუტო დანაშაულების და ყალბი ფულისმჭრელების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად, 1987 წლის 20 იანვრიდან 1989 წლის 30 აგვისტომდე — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს, აგროსამრეწველო კომპლექსში დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსის მოადგილედ, [[1989]] წლის 30 აგვისტოდან [[1990]] წლის 28 ნოემბრამდე — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს, აგროსამრეწველო სისტემაში მომხდარი დანაშაულების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსად — სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 1990 წლის 28 ნოემბრიდან 1991 წლის 18 თებერვლამდე აყვანილი იყო საქართველოს შსს კადრების სამმართველოს განკარგულებაში. [[1991]] წლის 18 თებერვლიდან 23 აგვისტომდე მუშაობდა მოსკოვში, სსრკ შსს სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი სამმართველოს მე-2 განყოფილების ოპერრწმუნებულად, 1991 წლის 23 აგვისტოდან 14 დეკემბრამდე — სსრკ შსს ეკონომიკურ დანაშაულებათა წინააღმდეგ მებრძოლი ცენტრალური ბიუროს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს ოპერრწმუნებულად, 1991 წლის 14 დეკემბრიდან 1992 წლის 12 იანვრამდე — სსრკ შსს ეკონომიკაში არსებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი ბიუროს მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს ოპერრწმუნებულად, ამასთან, იყო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ინტერპოლში. [[1992]] წლის 12 იანვრიდან 11 მაისამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 1992 წლის 11 მაისიდან 1993 წლის 11 ოქტომბრამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილედ. [[1993]] წლის 11 ოქტომბრიდან [[1995]] წლის 14 დეკემბრამდე შოთა კვირაია იყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი. 1994 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. შეცვალა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი, აწ უკვე ყოფილი სახელმწიფო უშიშროების მინისტრი [[იგორ გიორგაძე]]. [[1995]] წლის 15 დეკემბრიდან [[1997]] წლის 6 ივლისამდე კი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. მას ბრალი დასდეს ოპოზიციის დარბევაში, ადამიანის უფლებების დამცველთა დევნასა და პატიმრების წამებაში (1993 წელს დაუმტკიცდა 6 მამაკაცის მკვლელობა), რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და სატელეფონო საუბრების მოსმენა.
 
1997 წელს ის იძულებული გახდა გასულიყო [[პენსია]]ში. მას შემდეგ ცხოვრობდა [[მოსკოვი|მოსკოვში]], სადაც გარდაიცვალა 2011 წლის 10 იანვარს, თირკმელის უკმარისობით. [[თბილისი|თბილისში]] ჩამოასვენეს 2011 წლის 12 იანვარს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შოთა_კვირაია“-დან