კახეთ-ჰერეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 80:
}}
{{საქართველოს სახელმწიფოებრიობა}}
'''კახეთ-ჰერეთის სამეფო ''' — [[საქართველო|ქართული]] ფეოდალური სახელმწიფო [[XI საუკუნე|XI]]-[[XII საუკუნე]]ებში. [[ბიზანტია]]სთან [[გიორგი I, ბაგრატ(საქართველოს III-ის ძემეფე)|გიორგი I-ის]] ურთიერთობის გართულებით ისარგებლა კახთა ქორეპისკოპოსმა [[კვირიკე III]]-მ და განუდგა საქართველოს მეფეს.
{{ციტატა|დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა<ref>[[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი]]</ref>}}
ამიერიდან მთელი XI საუკუნის განმავლობაში კახეთ-ჰერეთის სამეფო ერთიანი [[საქართველო]]საგან განცალკევებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა და მისი მესვეურები „კახთა და რანთა (ჰერთა) მეფის“ ტიტულს ატარებდნენ. [[კახეთის სამეფო]] მოიცავდა ტერიტორიას [[მდინარე]] [[ქსანი]]დან (დასავლეთით) ალჯიგანჩაიმდე (აღმოსავლეთით) და დიდოეთ-ხუნძახიდან (ჩრდილოეთით) [[მტკვარი|მტკვრამდე]] (სამხრეთით). მის ფარგლებში შედიოდა [[ჰერეთის სამეფო]]ს აღმოსავლეთი ნაწილი — ახლანდელი [[აზერბაიჯანი]]ს ჩრდილო-დასავლეთის ნაწილი (ბელაქნის, ზაქათალის, კახის და შაქის რაიონები).
 
სწორედ ამიტომ თუ ქართულ წყაროების მიხედვით [[კახეთი]]ს მფლობელი ოფიციალურად „რანთა და კახთა მეფედ“ იწოდებოდა, არაბულ წყაროებში იგი „შაქთა და გურჯთა მეფედ“ ანუ იმავე „რანთა (ჰერთა) და კახთა მეფედ“ იხსენიება. კვირიკემ ახალშექმნილი სახელმწიფოს ცენტრი [[თელავი|თელავში]] გადაიტანა, ააგო სასახლე (დღევანდელი „ძველი გალავანი“ თელავში), ჩაატარა გარკვეული ადმინისტრაციული რეფორმა — სამეფო დაყო 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, შტორის, ვეჯინის, ხორნაბუჯის და [[მაჭი]]ს). ფაქტობრივად, როგორც ჩანს, კვირიკემ შერყეული ძველი ვითარება აღადგინა. პირველ ხანებში კახეთის მეფეები გაერთიანებული საქართველოს მეფეების მოკავშირედ გამოდიოდნენ უცხო აგრესორებთან ბრძოლაში. მაგ., კვირიკე III გიორგი I-ს ეხმარებოდა ბიზანტიასთან ბრძოლაში, ხოლო ბაგრატ IV-ს — განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ. მაგრამ უფრო მოგვიანებით, როდესაც [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]]-მ ენერგიული ღონისძიებები გაატარა კახეთის სამეფოს საქართველოდან კვლავ შესაერთებლად, კახთა მეფეები თურქ-სელჩუკებს დაუკავშირდნენ და ამ გზით შეეცადნენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. აღსართან I-მა, კახეთის სამეფო რომ შეენარჩუნებინა, [[ქრისტიანობა]]ც კი დათმო და [[ისლამი|გამაჰმადიანდა]]. მაგრამ ყველა ეს ღონისძიება დროებითი იყო, რადგან გაერთიანებული საქართველოს მეფეს კახეთის სამეფოში საკმაოდ ძლიერი დასაყრდენი ჰქონდა საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლი აზნაურების სახით (აშოტ მარილელი, ხახულა, გურნი, ვაჟინის ერისთავი წირქვალელი და სხვა). სწორედ დიდებულ აზნაურთა ამ დასის, კერძოდ, არიშინიანისა და მისი მომხრეების მხარდაჭერით შეძლო [[დავით IV|დავით აღმაშენებელმა]] XII საუკუნის დასაწყისში კახეთის უკანასკნელი მეფის [[აღსართან II]]-ის შეპყრობა და კახეთის სამეფოს შემოერთება.
 
ამიერიდან კახეთის სამეფო გაერთიანებული საქართველოს ადმინისტრაციული წესწყობილებისდა კვალად რამდენიმე ადმინისტარციულ ერთეულად დანაწილდა (კახეთის და ჰერეთის საერისთავოები, ხორნაბუჯის სანაპირო, „არიშინის ადგილი“).