საურმაგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
 
ქართული წყაროების მიხედვით, ჩრდილო კავკასიელი ტომებისა და სხვა უცხოელთგან შემდგარი სამხედრო რაზმების დახმარებით ჩააქრო ქართლის ერისთავთა აჯანყება. საურმაგს მიეწერება აგრეთვე [[ჩრდილო კავკასია|ჩრდილო კავკასიიდან]] [[კავკასიელი ხალხები|კავკასიელ ტომთა]] მნიშვნელოვანი მასის გადმოსახლება საქართველოს მთიანეთში. მის დროს ქართლის სამეფოს მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა [[სელევკიდების სამეფო]]სთან. „[[ქართლის ცხოვრება]]“ საურმაგს მიაწერს ორი ქალღმერთის — [[აინინა და დანინა|აინინასა და დანინას]] კულტის დამკვიდრებას და მცხეთის გზაზე მათი კერპების აღმართვას.<ref>[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014623/ საურმაგი]. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.</ref>
{{ციტირებაციტატა|და დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ და უმატა ყოველთა სიმაგრეთა მცხეთისა და ქართლისათა, და მან შექმნნა ორნი კერპნი: აინინა და დანანა, და აჰმართნა გზასა ზედა მცხეთისასა.<ref>„ქართლის ცხოვრება“. გვ. 47.</ref>}}
 
საურმაგს მხოლოდ ორი ქალიშვილი ჰყავდა. ერთი ქუჯის შვილს მიათხოვა, მეორე — სპარსეთის მეფის ნებროთის შვილს — მირვანოსს, რომელიც თავისი ცოლის ნათესავი იყო. მირვანოსი იშვილა და საურმაგის სიკვდილის შემდეგ სწორედ იგი გამეფდა. მირვანოსს ისტორიკოსთა ერთი ნაწილი [[მირიან I|მირიან]] პირველადაც მოიხსენიებს, ზოგიც — მირვანად.<ref>ბარბაქაძე ლ., ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საურმაგი“-დან